"აღმომაჩნდა დაავადება, რომელსაც წამალი ვერ კურნავს... ისეთ ტკივილები გამოვიარე, სიკვდილს ჩავხედე თვალებში" - პაატა გულიაშვილის შეცვლილი ცხოვრება | Allnews.Ge

"აღმომაჩნდა დაავადება, რომელსაც წამალი ვერ კურნავს... ისეთ ტკივილები გამოვიარე, სიკვდილს ჩავხედე თვალებში" - პაატა გულიაშვილის შეცვლილი ცხოვრება

მსა­ხი­ობ პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლის­თვის 2023 წელი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მისი შო­უ­ე­ბი რე­ი­ტინ­გე­ბის სა­თა­ვი­დან არ ჩა­მო­დის. დიდი მიღ­წე­ვა ჰქონ­და სამ­სა­ხი­ო­ბო კუ­თხი­თად. წლის სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კა­ცი გახ­და და მი­ი­ღო აკა­კი ხო­რა­ვას სა­ხე­ლო­ბის პრე­მია.

თუმ­ცა იქამ­დე პა­ა­ტამ გან­საც­დე­ლი გა­მო­ი­ა­რა, რის გა­მოც ცხოვ­რე­ბის წესი შე­იც­ვა­ლა. ქე­ი­ფის მოყ­ვა­რულ მსა­ხი­ობს საყ­ვა­რელ მწვა­დებ­ზეც კი უა­რის თქმა მო­უ­წია. მი­ზე­ზი კი სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც მას თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში და­უდ­გინ­და. ახლა თავს კარ­გად გრძნობს, 20 კი­ლო­თი ნაკ­ლებს იწო­ნის და ენერ­გი­ი­თაც სავ­სეა.

- ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აღ­მო­აჩ­ნდა - შა­ქა­რი და სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაც. თურ­ქეთ­ში მო­მი­წია წას­ვლა იმის­თვის, რომ სწო­რი დი­აგ­ნო­ზი და­ეს­ვათ. აღ­მო­მაჩ­ნდა დი­ვერ­კუ­ლი­ტი. ამ და­ა­ვა­დე­ბას წა­მა­ლი ვერ კურ­ნავს. თუ გინ­და, რომ კარ­გად იყო, ცხოვ­რე­ბის წესი უნდა შეც­ვა­ლო. ამის გამო ბევრ რა­მე­ზე უა­რის თქმა მო­მი­წია, გავ­ხდი სევ­დი­ა­ნი, ხან­და­ხან რომ ვფიქ­რობ, ის ჩემი ბო­ჰე­მუ­რი ცხოვ­რე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად ნი­ღა­ბი იყო.

- ბევრ მა­მა­კაცს უჭირს ცხოვ­რე­ბის წე­სის შეც­ვლა, ექი­მის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად. თქვენ რა და­გეხ­მა­რათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში?

- ისეთ ტკი­ვი­ლე­ბი გა­მო­ვი­ა­რე, სიკ­ვდილს ჩავ­ხე­დე თვა­ლებ­ში. ათი ექი­მი მად­გა თავ­ზე და ათი­ვეს თვა­ლებ­ში იკი­თხე­ბო­და, ან გა­დარ­ჩე­ბა, ან ვე­რაო. სხვა გზა არ მქონ­და ექი­მებს უნდა დავ­მორ­ჩი­ლე­ბო­დი. რო­გორც კი მივ­ხვდი რომ სწო­რი კვე­ბით თავს უკეთ ვგრძნობ­დი გავ­ყე­ვი ამ ყვე­ლა­ფერს.

ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და წყა­ლი, დღეს უკვე 2 ლიტრ წყალს ვსვამ დღე­ში. სრუ­ლი­ად უარი ვთქვი ღო­რის ხორ­ცზე, ვგიჟ­დე­ბი ისე მე­ნატ­რე­ბა მწვა­დი, მაგ­რამ ამო­ვი­ღე მე­ნი­უ­დან, ასე­ვე - გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი, ლუდი, რო­მელ­საც ადრე 8 ლიტ­რამ­დე ვსვამ­დი, არა­ყი, ვის­კი, კო­ნი­ა­კი... პური ასი პრო­ცენ­ტი­დან 1 პრო­ცენ­ტამ­დე და­ვიყ­ვა­ნე. ვჭამ ძი­რი­თა­დად თეთრ ხორცს. ყველ­ზე მე­ტად გა­მიკ­ვირ­და ხაშ­ლა­მაც რომ ამიკ­რძა­ლეს.

- ანუ სა­ერ­თოდ აღარ ქე­ი­ფობთ?

- კი რო­გორ არა, ქე­იფ­ზეც დავ­დი­ვარ, თა­მა­დაც ვარ ხოლ­მე, მაგ­რამ ვე­რა­ვინ ხვდე­ბა რომ არ ვსვამ.

წყა­რო: ჟურ­ნა­ლი სარ­კე

myquiz