"უჩა დინებამ მაშინ გაიტაცა, როცა გემბანიდან წყლის ამოტუმბვის სამუშოებს ასრულებდა" - რას ჰყვება ბიძა რუმინეთში, გემიდან გადავარდნილ მეზღვაურზე, რომელსაც ისევ ეძებენ?
ერთი კვირაზე მეტია უშედეგოდ ეძებენ რუმეთში, გემიდან გადავარდნილ ქართველ მეზღვაურს. უჩა მიქელაძე გემიდან გადავარდა და დინებამ გაიტაცა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევა კონსტანცას ნავსადგურის აკვატორიაში, 60 საზღვაო მილის მოშორებით, 12 დეკემბერს მოხდა.
"როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეკიპაჟი მაშინვე შეეცადა მას საკუთარი ძალებით დახმარებოდა, გადაუგდეს სამაშველო რგოლი, თუმცა მეზღვაური დინებამ გაიტაცა და ვერ შეძლეს გემზე ამოყვანა.
რუმინეთში საქართველოს კონსულისა და რუმინეთის ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამსახურისგან მიღებული ინფორმაციით, გემის კაპიტანმა მომხდარის შესახებ მაშინვე შეატყობინა შესაბამის სამსახურებს, ახლომდებარე გემებს და დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო ოპერაცია, რომელიც 13 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. მეზღვაურის ძებნის ოპერაცია ასევე დღეს, 14 დეკემბერს განახლდა და ამ დრომდე მიმდინარეობს”,- აცხადებენ უწყებაში. იხილეთ სრულად