6 ქუჩა თბილისში, რომელზეც შესაძლოა, ავტომობილებით მოძრაობა აიკრძალოს | Allnews.Ge

6 ქუჩა თბილისში, რომელზეც შესაძლოა, ავტომობილებით მოძრაობა აიკრძალოს

თბილისის ტრანსპორტის გენერალური გეგმა უკვე აქვს. 80-გვერდიანი დოკუმენტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის დანიურმა საკონსულტაციო კომპანია "რამბოლმა", აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.

მათ შორის, დოკუმენტში საუბარია, დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე ქუჩაზე, სადაც ავტომობილებით მოძრაობის აკრძალვაა რეკომენდირებული. ცალკე თავი სწორედ საფეხმავლო ქუჩების ნაწილს ეთმობა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მხოლოდ ქვეითთათვის არის ისეთი ქუჩები, სადაც ადამიანებს და განსაკუთრებით ბავშვებს, შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილება, მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვის გარეშე".

„მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ქუჩების უმეტესობა მეტწილად სივრცეს ავტომობილებს უთმობს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იყო მცდელობები, შექმნილიყო მხოლოდ ქვეითთათვის განკუთვნილი ქუჩები. ეს ქუჩები ადამიანებს აძლევს საშუალებას, სრულებით ახლებურად გამოცადონ ქალაქი, საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვის გარეშე. ისინი ასევე წაახალისებენ აქტიურ მობილობას და ქალაქში დაბინძურებისგან თავისუფალ სივრცეებს უზრუნველყოფენ.

იმ ადამიანებისა და ადგილების რაოდენობის გაზრდის მიზნით, რომლებიც ასეთი ქუჩებით სარგებლობენ, ეს ქმედება მიმართულია თბილისში მეტი საფეხმავლო ქუჩების განვითარებაზე. დაახლოებით 800 მეტრი საერთო სიგრძის შემდეგი ქუჩები გამოვლინდა პრიორიტეტულად მოკლევადიან პერიოდში ხელახალი დიზაინისთვის, როგორც ეს ნაჩვენებია რუკაზე:

  • გუდიაშვილის ქუჩა;
  • ვაშლოვანის ქუჩა;
  • ვლადიმერ კანკავას ქუჩა;
  • მიხაილ ლერმონტოვის ქუჩა (ერთი ნაწილი);
  • ივანე მაჩაბლის ქუჩა;
  • მოსაშვილის ქუჩა (აღმოსავლეთ ნაწილი).

myquiz