როგორ შევინარჩუნოთ ნათელი გონება მრავალი წლის განმავლობაში? | Allnews.Ge

როგორ შევინარჩუნოთ ნათელი გონება მრავალი წლის განმავლობაში?

ალცჰაიმერის დაავადება დემენციის ყველაზე გავრცელებული სახეობაა.ეს არის დაავადება, რომელიც იწვევს არა მხოლოდ მეხსიერების დაქვეითებას, არამედ პიროვნების რეგრესს.

ალცჰაიმერი განუკურნებელია, მაგრამ მისი პროგრესირება შეიძლება შენელდეს. პირველ რიგში, ინტელექტუალური აქტივობაა საჭირო. კითხვა, კროსვორდების, თავსატეხების ამოხსნა - ეს ასტიმულირებს ახალი ნერვული კავშირების გაჩენას. აქტიური აზროვნების სტიმულირება ასევე შესაძლებელია ხატვით ან მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრით.

მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფიზიკური ჯანმრთელობაც. ბევრი უნდა იმოძრაოთ (იოგა ან პარკში უბრალო გასეირნებაც კი სასარგებლოა), იკვებოთ ჯანსაღად და მრავალფეროვნად და მოაწესრიგოთ ძილის რეჟიმი.

არ დაივიწყოთ საყვარელი ადამიანებისა და მეგობრების დახმარება და მხარდაჭერა. კომუნიკაცია დადებითად მოქმედებს ფსიქიკურ მდგომარეობაზე და ამცირებს დეპრესიის განვითარების რისკს. ასევე ერთ სპეციალისტთან მოახდინეთ თერაპიის მიმდინარეობის მონიტორინგზე დაკვირვება, ყოველი მიღების შემდეგ ექიმის შეცვლის გარეშე.

myquiz