რა ისმის ვიდეოში, რომელიც ბაბი კირკიტაძეს გაუვრცელეს - მომღერალი მიმართვას ავრცელებს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომღერალ ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებით ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე გამოძიება დაიწყო.
როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
მომღერალმა ახლახან instagram-გვერდზე მიმართვა გაავრცელა და ყველას გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„გამოძიება დაწყებულია. დიდი მადლობა ყველა ჟურნალისტს და თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის“, - წერს ბაბი კირკიტაძე.
"საზიზღარი, გულისამრევი ვიდეოა, სადაც ნათლად არის ჩემი სახე ჩასმული. ასევე ჟღერდება ვიდეოში ჩემი სახელიც" - ამბობს ბაბი ჟურნალისტებთან.