ფსიქოლოგებმა დედამთილის 5 კატეგორია დაასახელეს, რომლებიც ოჯახში ყველაზე ხშირად იწვევენ კონფლიქტს | Allnews.Ge

ფსიქოლოგებმა დედამთილის 5 კატეგორია დაასახელეს, რომლებიც ოჯახში ყველაზე ხშირად იწვევენ კონფლიქტს

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მამაკაცი ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს, დედები ზოგჯერ მაინც ვერ ახერხებენ იმის გააზრებას, რომ ახალდაქორწინებულ წყვილს მშვიდად ცხოვრებისა და გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა უნდა მისცენ. მეტიც, მათთვის რძალი შვილის ცხოვრებაში საპატიო მეორე ადგილს იკავებს, პირველ პოზიციას კი თავად არ თმობენ.

რძლისა და დედამთილის ურთიერთობის შესახებ არაერთი რამ დაწერილა. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ამიტომაც ზოგი შესანიშნავი ურთიერთობის აწყობას ახერხებს, ზოგს კი ცხოვრება დაძაბული და ტოქსიკური ურთიერთობით განსაკუთრებით უმძიმდება.

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ქორწინებამდე დაძაბულობა ნაკლებად ჩანს. რადგანაც, მომავალი დედამთილი, როგორც წესი, კარგ ხასიათს ავლენს, კეთილგანწყობას გამოხატავს. მთავარი პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც ერთად თანაცხოვრების ეტაპი დადგება. საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია, თუ წყვილი ცალკე სახლში არ ცხოვრობს.

ფსიქოლოგებმა დაასახელეს დედამთილის რამდენიმე ტიპი, რომელთა ქცევაც ხშირად ოჯახში კონფლიქტსა და დაპირისპირებას იწვევს. აქვე რჩევებიც შემოგტავაზეს ურთიერთობის დათბობისთვის. რა თქმა უნდა, დაპირისპირება ყოველთვის შეგიძლიათ, თუმც აეს რეკომენდაციები მხოლოდ მშვიდობის დასამყარებლად შემოგთავაზეს.

მტრულად განწყობილი დედამთილი

ასეთ ქალებს ავტორიტარული ხასიათი აქვთ, პირველობა უყვართ და ვერ ეგუებიან, თუკი რომელიმე მიმართულებით პირველობაში ვინმე ეცილება. როგორც წესი, ყველაფერზე საკუთარი პოზიცია აქვთ და განსხვავებული აზრის მიღება არათუ არ შეუძლიათ, არამედ არც აღიარებენ, რომ მათი აზრის გარდა, შეიძლება სხვა რამ იყოს სწორი. სახლის, ქმართან ურთიერთობის, შვილების აღზრდის საკითხში რძალი მუდმივად დაძაბულია, რადგანაც მისგან უამრავ შენიშვნას იღებს და ფიქრობს, რომ ყველაფერი ცუდად გამოსდის. ასეთ დედამთილთან ურთიერთობისას შესაძლოა, გქონდეთ განცდა, რომ, თითქოს, ოჯახის სრულფასოვან წევრად არ აღგიქვამთ. ხშირად გამოხატავს აგრესიას და ყველაფრით უკმაყოფილოა.

თუკი ასეთი ტიპის დედამთილთან გაქვთ ურთიერთობა, მაშინ ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ ყველაფრის მიუხედავად, უპირველეს ყოვლისა, პატივისცემა გამოიჩინოთ და გაიხსენოთ, რომ ის თქვენი მეუღლის დედაა. შესაძლოა, ის თქვენ მიმართ კი არა, ზოგად აგრსესიას გამოხატავდეს, რადგანაც, როგორც წესი, ეჭვიანობს, სურს, რომ შვილის სიყვარულში არავინ ეცილებოდეს. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი პოზიცია მყარად დააფიქსიროთ, მაგრამ შეგიძლიათ, გარკვეული ხრიკებიც გამოიყენოთ. მაგალითად, თქვენს დედამთილს გარკვეული რჩევები სთხოვეთ, უთხარით, რომ რაღაც გასწავლოთ, შემდეგ შედეგი აჩვენეთ. ასე შეძლებთ, ნელ-ნელა ურთიერთობა მოაწესრიგოთ.

დედამთილი-კრიტიკოსი

ასეთი კატეგორიის დედამთილი, როგორც წესი, ღია დაპირისპირებაში არასოდეს შედის, თუმცა საკუთარ დანიშნულებად მიიჩნევს, რომ რძალს მუდმივად ასწავლოს რაღაც, შენიშვნები მისცეს, ყველაფერი გააკრიტიკოს. მეტიც, შესაძლოა, ტონი სრულიად მშვიდი და კეთილგანწყობილი იყოს, მაგრამ საჯაროდაც კი მოგცეთ შენიშვნები. იხილეთ სრულად