"ჩემო ბექა! ჩემი ფიქრი შენს გარშემო ბრუნავს, შენთან ათენ-აღამებს, შენს სუნთქვას აყურადებს..." - ტარიელ ხარხელაური სოციალურ ქსელში გარდაცვლილი შვილის ფოტოს აქვეყნებს | Allnews.Ge

"ჩემო ბექა! ჩემი ფიქრი შენს გარშემო ბრუნავს, შენთან ათენ-აღამებს, შენს სუნთქვას აყურადებს..." - ტარიელ ხარხელაური სოციალურ ქსელში გარდაცვლილი შვილის ფოტოს აქვეყნებს

ცნო­ბილ ქარ­თვე­ლი პო­ე­ტი, ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს და წერს: "ვი­ცო­ცხლებ შენი ღი­მი­ლის ხათ­რით".

"ჩემო ბექა!

ჩემი ფიქ­რი შენს გარ­შე­მო ბრუ­ნავს, შენ­თან ათენ-აღა­მებს, შენს სუნ­თქვას აყუ­რა­დებს, შე­ნით ივ­სე­ბა და იც­ლე­ბა, მხო­ლოდ შენ­ზე ფიქ­რს შე­უძ­ლია ჩემი კუთ­ვნი­ლი სამ­ზე­ოს გა­ლა­მა­ზე­ბა.

xarxelauri-1702742756-68580-1702886573.jpg

მხო­ლოდ შენ­ზე მუდ­მი­ვად ფიქ­რმა შეს­ძლო ჩემი ტკი­ვი­ლის ამ­ღე­რე­ბა. აღარც შენი ნა­ად­რე­ვად გას­ვლა მიკ­ვირს ამ წუ­თი­სოფ­ლი­დან. ჩვენ ვი­კი­თხოთ, თო­რემ შენ ოც­და­სა­მი წელი სრუ­ლად იცხოვ­რე, სავ­სემ იცხოვ­რე. სიმ­ღე­რაც შე­გეძ­ლო, სიყ­ვა­რუ­ლიც. კა­ცო­ბა იყო შენი ძლი­ე­რი ქე­დის სა­ზი­დი. შენ­ფე­რებს ჩვენ­ნა­ირ­თა ცრემ­ლი არ­სად წა­ად­გე­ბა, მაგ­რამ გვა­პა­ტიე, თუ ხან­და­ხან მა­ინც, უშე­ნო­ბით მოგ­ვრილ­მა სევ­დამ მოგ­ვი­ნედ­ლოს ამ­ქვეყ­ნი­უ­რი მტვრით მი­ნაქ­რუ­ლი თვა­ლე­ბი.

მზე რომ ამო­დის, ასე მგო­ნია, უფრო ნა­თე­ლია, რად­გან შენი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ღი­მი­ლით შე­ივ­სო.

ქარი რომ ბორ­გავს, შენი ხა­სი­ა­თია, მა­რად მოძ­რა­ვი, და­უდ­გრო­მე­ლი.

წვი­მა, წვი­მაც კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბა, - თით­ქოს უფრო ძლი­ე­რად წვიმს, რად­გან წვი­მის წვე­თე­ბის ხმა­ურ­ში, შენს სიმ­ღე­რას შე­ნე­უ­ლი კა­ცუ­რი ხმით ვის­მენ.

ამი­ტო­მაც არის, რომ უფრო ძნე­ლად და­სა­ჯე­რე­ბე­ლი გა­მიხ­და დრო - რო­მე­ლი უფრო ნამ­დვი­ლი დროა, მე რომ ვცხოვ­რობ და გან­ზო­მი­ლე­ბა­დია, თუ, დრო შენ რომ ცხოვ­რობ და გა­ნუ­ზო­მე­ლი.

ყო­ველ შემ­თხვე­ვი­სათ­ვის, მე აქე­დან ასე მეჩ­ვე­ნე­ბა"...

myquiz