"სხირტლაძე ჩემი ნამდვილი გვარი არ არის... ვალიცკი ვარ და ამაში დასამალს ვერაფერს ვხედავ..." - დუტა სხირტლაძის ცხოვრება კამერებს მიღმა | Allnews.Ge

"სხირტლაძე ჩემი ნამდვილი გვარი არ არის... ვალიცკი ვარ და ამაში დასამალს ვერაფერს ვხედავ..." - დუტა სხირტლაძის ცხოვრება კამერებს მიღმა

დუტა სხირტლაძე 1973 წლის 6 ივლისს, თელავში დაიბადა. სხირტლაძე დედის გვარია, ნამდვილი გვარი კი ვალიცკია. როგორც მსახიობ აღნიშნავდა, მამის მხრიდან ბებია სომეხი ჰყავს, ვალიცკი კი პოლონური წარმოშობის გვარია.

"მე დედის გვარზე ვარ და არ ვარ სხირტლაძე. მამის მხრიდან ბებია მყავს სომეხი, ხოლო მე მაქვს პოლონური გვარი, რომელიც სულაც არაა პატარა გვარი. ჩემი წინაპარი 200 წლის წინ ჩამოვიდა ბელორუსიიდან, როდესაც მათი მთავარი რუსეთის წინააღმდეგ აჯანყდა და გადაასახლეს ციმბირში, ხოლო მისი შთამომავლები ჩამოვიდნენ საქართველოში. ჩემი ნამდვილი გვარია ვალიცკი, ამაში დასამალს ვერაფერს ვხედავ" - ამბობდა დუტა ერთ-ერთ ინტერვიუში.

248610489-371-1-1508-1250-1280x0-80-0-0-810648a721c1e26fa2918e848972c0e0-1702760489-1702875343.jpg

90-იან წლებში დუტა სხირტლაძე პირველ მეუღლეს ირმა გველესიანს დაშორდა. სწორედ ამ ქორწინებიდან ჰყავს მსახიობს მარიამი. გოგონა საქართველოში პერიოდულად სტუმრად ჩამოდის, მამასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. თავადაც მსახიობობით არის გატაცებული და ფრაიბურგის თავისუფალ თეატრში თამაშობს.

ფართო საზოგადოებამ ის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემიდან „ვის უნდა 20 000“ გაიცნო. წლების განმავლობაში იყო რუსთავი 2-ის სხვადასხვა შოუს წამყვანი და ერთ-ერთი მთავარი სახე. 2012 წლიდან მოღვაწეობს ტელეკომპანია იმედზე, სადაც რამდენიმე პროექტშია ჩართული. იხილეთ სრულად

myquiz