"ვიგებ, რომ არხის ერთ-ერთ ყველაზე მაგარ გადაცემას ხურავენ თურმე! - წარმოუდგენელია ეს თავგასულობა!" - რას წერს "საზმაუს" ბორდის წევრი გორგილაძის გადაცემის დახურვაზე? | Allnews.Ge

"ვიგებ, რომ არხის ერთ-ერთ ყველაზე მაგარ გადაცემას ხურავენ თურმე! - წარმოუდგენელია ეს თავგასულობა!" - რას წერს "საზმაუს" ბორდის წევრი გორგილაძის გადაცემის დახურვაზე?

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მო­მა­ვა­ლი წლი­დან "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ეთერ­ში აღარ გავა გა­და­ცე­მა "გორ­გი­ლა­ძის აუ­ტა­ნე­ლი სიმ­სუ­ბუ­ქე". ეს ინ­ფორ­მა­ცია დათო გორ­გი­ლა­ძემ "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას" და­უ­დას­ტუ­რა. გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­და­ცე­მის და­ხურ­ვის მი­ზე­ზად ფი­ნან­სუ­რი რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცია და­ა­სა­ხე­ლა.

ლიკა ბა­სი­ლა­ია-შავ­გუ­ლი­ძე 2022 წლის მა­ი­სი­დან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს ერთ-ერთი წევ­რია. ის ბორდში ოპო­ზი­ცი­ის კვო­ტით მოხ­ვდა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ არხზე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­ცე­მის და­ხურ­ვის შე­სა­ხებ, მე­დი­ის­გან შე­ი­ტყო.

"გუ­შინ გვქონ­და ბორ­დის სხდო­მა. არა­ვის არა­ფე­რი უთ­ქვამს ფი­ნან­სურ რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ა­ზე. მე და ლაშა ტუ­ღუშ­მა ბი­უ­ჯეტს მხა­რი არ და­ვუ­ჭი­რეთ, რად­გან მათ არ ჰქონ­დათ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­თა­ნა­დოდ ბი­უ­ჯე­ტის ნა­რა­ტი­უ­ლი ნა­წი­ლი, იყო სხვა სა­კი­თხე­ბიც, რის გა­მოც ხმა არ მი­ვე­ცით. ახლა ვი­გებ, რომ არ­ხის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მა­გარ გა­და­ცე­მას ხუ­რა­ვენ თურ­მე! - წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ეს თავ­გა­სუ­ლო­ბა!"

"გორ­გი­ლა­ძის აუ­ტა­ნე­ლი სიმ­სუ­ბუ­ქის" ბოლო გა­და­ცე­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე 29 დე­კემ­ბერს გავა. რის შემ­დე­გაც ტე­ლე­ვი­ზი­ას და­ტო­ვებს, რად­გან არხს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა თუნ­დაც სხვა წამ­ყვა­ნად არ შე­უ­თა­ვა­ზე­ბია. სა­კუ­თარ გა­და­ცე­მამ­დე გორ­გი­ლა­ძე გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნიც იყო.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­და­ცე­მის და­ხურ­ვას კრი­ტი­კუ­ლად ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. წე­რენ, რომ შე­საძ­ლოა მისი გა­და­ცე­მის და­ხურ­ვა ბოლო პე­რი­ოდ­ში დათო გორ­გი­ლა­ძის კრი­ტი­კულ­მა გან­ცხა­დე­ბებ­მა გა­მო­იწ­ვია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­ზა­ფხულ­ზე „აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის“ პრო­ტეს­ტის დროს, გორ­გი­ლა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა:

"გა­მარ­ჯო­ბა არ უთხრათ. ვი­საც გამ­ბე­და­ო­ბა გე­ყო­ფათ სა­ხე­ში მი­ა­ხა­ლეთ, რომ სინ­დის­გა­რე­ცხი­ლი, შუბ­ლზე ძარ­ღვგა­წყვე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. შე­არ­ცხვი­ნეთ, რთუ­ლი იქ­ნე­ბა, გა­გი­ჭირ­დე­ბათ, მაგ­რამ სცა­დეთ. ქარ­თულ სუფ­რა­ზე თუ მათ­თან ერ­თად მოხ­ვდე­ბით, შე­სამ­ჩნე­ვად ადე­ქით და და­ტო­ვეთ იქა­უ­რო­ბა. ამას იმ­სა­ხუ­რებს ყვე­ლა, ვინც მაგ კა­ნონს მხარს და­უ­ჭერს. დრო ამას ისე­დაც იზამს, გარ­და­უ­ვა­ლია, მაგ­რამ აქე­დან­ვე და­ვი­წყოთ...“

myquiz