წერეთლის, რუსთაველის გამზირების რეაბილიტაცია, ახალი ავტობუსები და მეტროსადგურების რეაბილიტაცია- რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება თბილისში მომავალ წელს? | Allnews.Ge

წერეთლის, რუსთაველის გამზირების რეაბილიტაცია, ახალი ავტობუსები და მეტროსადგურების რეაბილიტაცია- რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება თბილისში მომავალ წელს?

დედაქალაქის საკრებულოს მერმა და მერის მოადგილებმაა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები და პროექტები წარუდგინეს. ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ვიცე-მერის განცხადებით, 2024 წლის ბიუჯეტის მოცულობა მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 131 მლნ ლარით მეტია.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით გასაწევი ხარჯების ოდენობა წარმოადგენს 547 მლნ ლარს, რაც 2023 წელს ამ მიმართულებით გაწეულ ხარჯთან შედარებით 31 მლნ ლარით მეტია.

ირაკლი ხმალაძემ ასევე დაასახელა ის დაგეგმილი და გარდამავალი პროექტები, რომელიც 2024 წლის განმავლობაში განხორციელდება. მათ შორისაა:

  • აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც გამოყოფილია 8 მლნ ლარამდე;
  • შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია - 15 მლნ ლარი;
  • სამგორის რაიონში, ბურჯანაძის ქუჩის რეაბილიტაცია - 3 მლნ ლარი;
  • 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენის პროექტისთვის - 113 მლნ ლარი;
  • ავტობაზის მშენებლობისთვის გათვალისწინებულია 24 მლნ ლარი;
  • დასრულდება მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია, რომლისთვისაც გათვალისწინებულია 2,8 მლნ ლარი,
  • დასრულდება მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაცია, რომლისთვის დაახლოებით 2,7 მლნ ლარია გამოყოფილი;
  • ვაგონების მოდერნიზაციისთვის - 10 მლნ ლარი;

იხილეთ სრულად

myquiz