5 ჩვევა, რომელიც გულს აზიანებს | Allnews.Ge

5 ჩვევა, რომელიც გულს აზიანებს

გულის ჯანმრთელობის შენარჩუნება გადამწყვეტია ზოგადი ჯანმრთელობისთვის.არსებობს გულის დაავადების რისკ-ფაქტორები, რომლებსაც ვერ შეცვლით, როგორიცაა ასაკი ან გეეტიკა. მაგრამ არსებობს სხვა ფაქტორები, რომლებიც თქვენს კონტროლს ექვემდებარება და არსებობს მარტივი, ეფექტური გზები გულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ცუდი ჩვევების თავიდან აცილებით და გულისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით, შეგიძლიათ შეამციროთ გულის დაავადების რისკი.

5 ჩვევა, რომელიც აზიანებს გულს:

მოწევა - არის გულის დაავადების ერთ-ერთი ძირითადი რისკ-ფაქტორი მაღალ წნევასთან და მაღალ ქოლესტერინთან ერთად.

ყოველ ჯერზე, როცა სიგარეტს ჩაისუნთქავთ, ორგანიზმში 5000-ზე მეტი ქიმიური ნივთიერება ხვდება. ბევრი მათგანი საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ერთ-ერთი ასეთი ქიმიკატი არის ნახშირბადის მონოქსიდი. ნახშირბადის მონოქსიდი ამცირებს ჟანგბადის რაოდენობას სისხლის წითელ უჯრედებში, რაც აზიანებს გულს. ის ასევე ზრდის არტერიებში ქოლესტერინის რაოდენობას.

რისკის შესამცირებლად ყველაზე ეფექტური გზაა მოწევისთვის თავის დანებება. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს რთული, უფრო რთულია გულის დაავადებით ცხოვრება.

არაჯანსაღი კვება - კარგ კვებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს გულის დაავადების რისკი. ორგანიზმში მოხვდრილი საკვები პირდაპირ გავლენას ახდენს ქოლესტეროლზე, არტერიულ წნევაზე, შაქრიან დიაბეტსა და ჭარბ წონაზე. საკვების და მონიტორინგით, შეგიძლიათ დადებითად იმოქმედოთ თქვენი გულის ფუნქციონირებაზე.

აქტივობის ნაკლებობა - რეგულარული ვარჯიში საჭიროა გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. კვირაში მხოლოდ 150 წუთი ზომიერი ინტენსივობის ფიზიკურ აქტივობას შეუძლია შეამციროს ქოლესტერინი, არტერიული წნევა და დაგეხმაროთ ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში. ვარჯიშს ასევე შეუძლია გულის კუნთის გაძლიერება. იხილეთ სრულად

myquiz