თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა | Allnews.Ge

თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

მერიის ინფორმაციით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აღსანიშნავად, თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.

„ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია ევროკომისიამ მიმდინარე წლის ნოემბერში გასცა, დღევანდელი გადაწყვეტილებით კი ქვეყანას აღნიშნული სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა”, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

myquiz