სად შეგიძლიათ ბავშვების გასართობად წაყვანა საახალწლო დღეებში - მერიის, თეატრების, ცირკის, მუზეუმების პროგრამა პატარებისთვის
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ახალი წლის ღონისძიებებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრა:
"თბილისი - ევროპული ქალაქი - ამ სლოგანით ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში 15 დეკემბრიდან საახალწლო დღეები დაიწყება. 15 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გელოდებით, სადაც გვექნება შესაძლებლობა, ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები. მობრძანდით, თქვენი შვილებით, შვილიშვილებით, ჩაიცვით თბილად და სასიამოვნო საღამო გველოდება.
16 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით საახალწლო სოფელი იფუნქციონირებს. სოფელი ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე განთავსდება. ასევე, დედაენის ბაღში, სადაც პატარებს თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო, ატრაქციონები დახვდებათ. ამავე პერიოდში, საახალწლო სოფელში მოეწყობა გასტრონომიული მარკეტი, სამეწარმეო მარკეტი, ცხელი სასმელების ბარი, საშობაო ბაზარი, საახალწლო ქალაქი-სახელოსნო და თეატრი, ფოტოზონები, საციგურაო და ყინულის მოედანი. იქნება თეატრალიზებული მსვლელობები, საბავშვო ვორქშოპები.
საახალწლო სოფელში დღის მეორე ნახევარი სხვადასხვა ბენდისა და შემსრულებლების მუსიკალურ საღამოებს დაეთმობა.
მთლიანობაში 23 ჯადოსნური, მხიარული ახალი წლის ემოციებით სავსე საღამო გველოდება. კიდევ ერთხელ მინდა, მოგიწვიოთ ოჯახებით, მეგობრებით, სტუმრებით 15 და 16 დეკემბერს როგორც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე, ასევე საახალწლო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე. 15 დეკემბერს ნაძვის ხის ანთებასთან ერთად, დედაქალაქში დამონტაჟებული საახალწლო ილუმინაციებიც აინთება." - განაცხადა თბილისის მერმა.
მთაწმინდის პარკს 30 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით სხვადასხვა აქტივობა აქვს დაგეგმილი. იქ დაგხვდებათ:
სპეციალური საახალწლო გასართობი პროგრამა
- სანტა და ელფები
- ზღაპრის გმირები
- დრამერების შოუ
- თეატრალური წარმოდგენები
- საბავშვო ანსამბლების კონცერტები
- ილუზიონისტის შოუთამაშები და პრიზების გათამაშებები
- ჯადოსნური, საახალწლოდ მორთული გარემო
- ატრაქციონებიდა რაც მთავარია ყველაზე სუფთა ჰაერი ჯანსაღ სივრცეში
სააახალწლოდ სპეციალური პროგრამა აქვს თბილისის მუზეუმების გაერთიანებასაც.
ჯადოსნური ახალი წელი, რომელიც იმ ტრადიციების შესახებ მოგითხრობთ, ახალ წელს მსოფლიოს უამრავ ქვეყანას რომ აერთიანებს ან, პირიქით, განასხვავებს ერთმანეთისგან. პროგრამა სახალისო და შემეცნებითია: გაეცნობით ამბებს ახალ წელთან დაკავშირებული სიმბოლოებისა და ატრიბუტების: ნაძვის ხის, თოვლის ბაბუას, მეკვლეობის ტრადიციის შესახებ; გაიგებთ, როგორ აღნიშნავდნენ ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.