"ღირს კი გართობა სხვისი სიცოცხლის ფასად?!" - რატომ არ კრძალავს ხელისუფლება საფრთხის შემცველი პიროტექნიკის რეალიზაციასა და გამოყენებას | Allnews.Ge

"ღირს კი გართობა სხვისი სიცოცხლის ფასად?!" - რატომ არ კრძალავს ხელისუფლება საფრთხის შემცველი პიროტექნიკის რეალიზაციასა და გამოყენებას

უკვე წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში პი­რო­ტექ­ნი­კით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვამდყო­ფო­ში ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი ხვდე­ბა.

სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბის ამ სა­ხი­ფა­თო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით შექ­მნა, ადა­მი­ა­ნებს ხში­რად ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის, ზოგ­ჯერ კი სი­ცო­ცხლის ფა­სად უჯ­დე­ბათ.

გარ­და ამი­სა, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა აბინ­ძუ­რებს ჰა­ერს, გა­რე­მოს და საფრ­თხეს უქ­ნის ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებს.

ფო­ი­ერ­ვერ­კე­ბით მი­ღე­ბულ და­ზი­ა­ნე­ბა­თა უმე­ტე­სი წილი სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბა­ზე მო­დის, თუმ­ცა ყო­ფი­ლა ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბის, მხედ­ვე­ლო­ბის და­კარ­გვი­სა და კი­დუ­რე­ბის ამ­პუ­ტა­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბიც.

მე­ტიც, ორი წლის წინ, ქუ­თა­ის­ში ამ ერთი შე­ხედ­ვით უწყი­ნარ გარ­თო­ბას ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ტრა­გე­დია ახა­ლი წლის ღა­მეს მოხ­და, ქალი თა­ვის არე­ში მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად კლი­ნი­კა­ში ერ­თკვი­რი­ა­ნი მკუ­რან­ლო­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, 2023 წელს მხო­ლოდ იან­ვრის თვე­ში, პი­რო­ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად, 87 პირი და­შავ­და, მათ შო­რის 19 არას­რულ­წლო­ვა­ნი, ასე­ვე იყო კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ფაქ­ტე­ბიც.

kalki-mklavs-67285-1702532517.jpg

დამ­წვრო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გუგა ქა­ში­ბა­ძე სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშ იმ და­ზი­ა­ნე­ბა­თა სპექტრზე გვე­სა­უბ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც ფო­ი­ერ­ვერ­კე­ბის მოხ­ვედ­რამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

"აქ მხო­ლოდ დამ­წვრო­ბა­ზე არ არის ლა­პა­რა­კი. არის თვა­ლე­ბის და­შა­ვე­ბის, ნა­ხეთ­ქი ჭრი­ლო­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის, მუც­ლის ღრუს და­ზი­ა­ნე­ბის და ხე­ლის თი­თე­ბის ამ­პუ­ტა­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბი. ძი­რი­თა­დად, 47%-ის შემ­თხვე­ვა­ში ზი­ან­დე­ბა მარ­ჯვე­ნა მტე­ვა­ნი, შემ­დეგ მო­დის სა­ხის არე, შემ­დეგ მარ­ცხე­ნა მტე­ვა­ნი და ბო­ლოს გულ-მკერ­დის არე.

ფო­ი­ერ­ვერ­კი, რო­მე­ლიც 200-300 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე ადის და ფეთ­ქდე­ბა, ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი არ არის, რას გი­ზამს, ახლო დის­ტან­ცი­ი­დან რომ მოგ­ხვდე­ბა. რაღა გა­ტე­ნი­ლი იარ­ღი უს­ვრია ვინ­მეს და რაღა ეს.“ - გვე­უბ­ნე­ბა გუგა ქა­ში­ბა­ძე. იხილეთ სრულად

myquiz