თბილისის გარკვეულ უბნებში დილის და საღამოს საათებში რამდენიმე კატეგორიის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება - რა სიახლეზე ისაუბრა კალაძემ? | Allnews.Ge

თბილისის გარკვეულ უბნებში დილის და საღამოს საათებში რამდენიმე კატეგორიის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება - რა სიახლეზე ისაუბრა კალაძემ?

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მე­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ბიზ­სნეს ასო­ცი­ა­ცი­ა­ში ბიზ­ნე­სის­სექ­ტო­რის იმ წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდნენ, ვი­საც დიდი გა­ბა­რი­ტე­ბის მქო­ნე ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი შე­ე­ხე­ბა.

კა­ლა­ძის თქმით, სა­ცო­ბე­ბის წარ­მოქ­მნა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვრი­ლი მი­უ­ძღვის დიდი გა­ბა­რი­ტე­ბის მქო­ნე ავ­ტო­მო­ბი­ლებს და აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრის მიზ­ნით, მე­რი­ის მიერ წარ­დგე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტმა მე­სა­მე მოს­მე­ნით უკვე გა­ნი­ხი­ლა.

„ძა­ლი­ან დიდ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს დე­და­ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი კერ­ძო ავ­ტო­პარ­კი. თქვენ იცით, რომ პი­კის სა­ათ­ში 650 000-მდე ავ­ტო­მო­ბი­ლი თბი­ლის­ში გა­და­ად­გილ­დე­ბა, რაც უდი­დე­სი პრობ­ლე­მაა. რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ქმნის ე.წ. სა­ცო­ბებს, რაც იწ­ვევს ძა­ლი­ან დიდ დის­კომ­ფორ­ტს, გან­სა­კუთ­რე­ბით პი­კის სა­ა­თებ­ში. სა­ცო­ბე­ბის წარ­მოქ­მნა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვრი­ლი მი­უ­ძღვის დიდი გა­ბა­რი­ტე­ბის მქო­ნე ავ­ტო­მო­ბი­ლებს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი გა­ბა­რი­ტე­ბი­დან და მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ძა­ლი­ან აფერ­ხე­ბენ მოძ­რა­ო­ბას.

ამ პრობ­ლე­მის შემ­ცი­რე­ბის­თვის ჩვენ მივ­მარ­თეთ პარ­ლა­მენტს, წარ­ვუდ­გი­ნეთ შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც გუ­შინ პარ­ლა­მენ­ტმა მე­სა­მე მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლა. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვრებ­ში სა­ერ­თო სარ­გებ­ლო­ბის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე აიკ­რძა­ლე­ბა, M3, N2 და N3 კა­ტე­გო­რი­ე­ბის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბა დი­ლის 08:00 სა­ა­თი­დან 11:00 სა­ა­თებ­ში და სა­ღა­მოს - 17:00 სა­ა­თი­დან 20:00 სა­ა­თის შუ­ა­ლედ­ში.

ამას­თან, ამ მან­ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბის აკ­რძალ­ვა არ მოხ­დე­ბა, რა თქმა უნდა, მთე­ლი ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით, ეს ასე არ იქ­ნე­ბა. მოძ­რა­ო­ბა აიკ­რძა­ლე­ბა მხო­ლოდ ქა­ლა­ქის გარ­კვე­ულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. კერ­ძოდ, იმ მო­ნაკ­ვე­თებ­ში, სა­დაც პი­კის სა­ა­თებ­ში დი­დია ნა­კა­დე­ბი და გა­და­ად­გი­ლე­ბა გარ­კვე­ულ სირ­თუ­ლე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ შე­ზღუდ­ვა არ იმოქ­მე­დებს შა­ბათს და კვი­რას, ასე­ვე შრო­მით კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ უქმე დღე­ებ­ში, ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა არ მოქ­მე­დებს აგ­ვის­ტოს თვე­ში, სა­დაც ქა­ლა­ქი­დან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­დის და გა­და­ად­გი­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით არ არის პრობ­ლე­მე­ბი. გარ­კვე­უ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვე­ბი იქ­ნე­ბა, რა­ზეც ეს რე­გუ­ლა­ცია სა­ერ­თოდ არ გავ­რცელ­დე­ბა. ეს სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო შემ­თხვე­ვე­ბი, ცხა­დია, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია აუ­ცი­ლე­ბელ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სა­ჭი­რო­ე­ბას­თან, რო­გო­რიც არის მა­გა­ლი­თად: სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ან სა­ხელ­მწი­ფო ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო ტრან­სპორ­ტი, მოს­წავ­ლე­ე­ბის და სტუ­დენ­ტე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო ტრან­სპორ­ტი, ტუ­რის­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო ტრან­სპორ­ტი და ა.შ.“, - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­სე­ბის­თვის დარ­ღვე­ვა ით­ვა­ლის­წი­ნებს ჯა­რი­მებს, პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ზე 1000 ლა­რით ოდე­ნო­ბით, ხოლო გან­მე­ო­რე­ბით ან ყო­ველ შემ­თხვე­ვებ­ზე 3000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­სე­ბის­თვის დარ­ღვე­ვა ით­ვა­ლის­წი­ნებს ჯა­რი­მებს, პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ზე 1000 ლა­რით ოდე­ნო­ბით, ხოლო გან­მე­ო­რე­ბით ან ყო­ველ შემ­თხვე­ვებ­ზე 3000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ცხა­დია, ეს შე­ზღუდ­ვა სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა. ჩვენ ვი­ცო­დით, რომ შე­იძ­ლე­ბა ამას გარ­კვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი მოჰ­ყვეს, ამი­ტომ გვქონ­და ძა­ლი­ან ბევ­რი შეხ­ვედ­რა ბიზ­ნეს სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ბიზ­ნე­სა­სო­ცი­ა­ცი­ა­ში. შევ­ხვდით ბიზ­ნე­სის სფე­როს სხვა­დას­ხვა წარ­მო­მად­გენ­ლებს, ვი­საც შე­იძ­ლე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი და შე­ზღუდ­ვე­ბი შე­ე­ხოს. მათ­თან ერ­თად გა­ვი­ა­რეთ დე­ტა­ლუ­რად ყვე­ლა­ფე­რი. რა თქმა უნდა, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი სექ­ტო­რი, რო­მელ­ზეც არ­სე­ბით გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცია არის სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რი. ჩვენ კარ­გად გვეს­მის, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რის როლი დღე­ვან­დელ ეკო­ნო­მი­კა­ში. ამი­ტომ არ უნდა და­ვუშ­ვათ ისე­თი შე­ფერ­ხე­ბა, რაც არ­სე­ბი­თად და­ა­ზი­ა­ნებს, რო­გორც თა­ვად ბიზ­ნესს, ასე­ვე მო­სახ­ლე­ო­ბას პო­ტენ­ცი­უ­რი მყიდ­ვე­ლის კუ­თხით. მინ­და ვიცე მერს და­ვა­ვა­ლო, რომ და­ვი­წყოთ მუ­შა­ო­ბა რე­გუ­ლა­ცი­ებ­ზე, საკ­რე­ბუ­ლო­ში წარ­ვად­გი­ნოთ და საკ­რე­ბუ­ლოს ჩარ­თუ­ლო­ბით ერ­თად გა­ნი­ხი­ლეთ დე­ტა­ლუ­რად, თუ რო­გორ უნდა გა­კეთ­დეს ეს ყვე­ლა­ფე­რი და რო­გორ უნდა ვი­მოქ­მე­დოთ“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

myquiz