დაგიფინანსდებათ თუ არა მშობიარობისას აყვანილი ექიმის მომსახურება DRG მოდელით - მინისტრის მოადგილე განმარტებას აკეთებს | Allnews.Ge

დაგიფინანსდებათ თუ არა მშობიარობისას აყვანილი ექიმის მომსახურება DRG მოდელით - მინისტრის მოადგილე განმარტებას აკეთებს

მშო­ბი­ა­რო­ბი­სა და სა­კე­ის­როს დროს, აყ­ვა­ნი­ლი ექი­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია იმ ტა­რიფ­ში, რო­მე­ლიც და­ვა­წე­სეთ. ამ სერ­ვი­სის გამო, არც ერთ კლი­ნი­კას არ აქვს უფ­ლე­ბა პა­ცი­ენ­ტი გა­იყ­ვა­ნოს და­ფი­ნან­სე­ბის DRG მო­დე­ლი­დან და ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში გვაქვს საკ­მა­ოდ მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბა, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ილია ღუ­დუ­შა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და.

ილია ღუ­დუ­შა­უ­რის გან­მარ­ტე­ბით, რე­ფორ­მა სექ­ტორ­თან მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­დე­გად გან­ხორ­ცი­ელ­და.

"ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს კლი­ნი­კე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თგვარ, პრე­მი­უმ სერ­ვისს სთა­ვა­ზო­ბენ პა­ცი­ენ­ტებს, მა­გა­ლი­თად VIP პა­ლა­ტე­ბი და ა.შ, რა­საც სა­ხელ­მწი­ფო არ აფი­ნან­სებს. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ პა­ცი­ენტს სურს, ე.წ. VIP პა­ლა­ტა ან სხვა ექ­სტრა­ორ­დი­ნა­რუ­ლი სერ­ვი­სი, რა თქმა უნდა, შე­უძ­ლია, ერთჯე­რა­დად, გა­მო­ე­თი­შოს სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მას და თა­ვად და­ა­ფი­ნან­სოს მომ­სა­ხუ­რე­ბის ხარ­ჯე­ბი. თუმ­ცა, აყ­ვა­ნი­ლი ექი­მის მომ­სა­ხუ­რე­ბა, და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ არის ტა­რიფ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და ამ მი­ზე­ზით, პა­ცი­ენ­ტის სა­ყო­ველ­თაო პროგ­რა­მი­დან გა­თიშ­ვა, არ შე­იძ­ლე­ბა. ახ­ლაც, რო­დე­საც პროგ­რა­მა სა­პი­ლო­ტე რე­ჟი­მი მოქ­მე­დებს, ვახ­დენთ რე­ა­გი­რე­ბას და კლი­ნი­კებს ვა­ტყო­ბი­ნებთ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა, ამ მი­ზე­ზით, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, პა­ცი­ენ­ტე­ბი მო­ვა­ტყუ­ოთ.

თუმ­ცა, ორი თვის თავ­ზე, რო­დე­საც პროგ­რა­მის სა­პი­ლო­ტე რე­ჟი­მი დას­რულ­დე­ბა, ამოქ­მედ­დე­ბა სან­ქცი­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი სან­ქცი­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან“, - გა­ნა­ცხა­და ილია ღუ­დუ­შა­ურ­მა.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კმა­ყო­ფი­ლია.

"სერ­ვი­სე­ბის სენ­სი­ტი­უ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ ძა­ლი­ან ადრე და­ვი­წყეთ კო­მუ­ნი­კა­ცია კლი­ნი­კებ­თან და ასო­ცი­ა­ცი­ებ­თან. ამ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­დე­გად, ვფიქ­რობ, რომ სამ­შო­ბი­ა­რო­ე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა მეტ ნაკ­ლე­ბად კმა­ყო­ფი­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა გარ­კვე­ულ გა­მოწ­ვე­ვებს, რაც კონ­კრე­ტულ, მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად ექი­მებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­ხელ­დე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს აქვს კონ­კრე­ტუ­ლი პო­ზი­ცია - ეს არის კლი­ნი­კის და ექი­მის ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხი, რო­დე­საც ექი­მი არის ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ჰყავს ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი, ამ შემ­თხვე­ვა­ში კლი­ნი­კამ და ექიმ­მა ანა­ზღა­უ­რე­ბის ნა­წი­ლი უნდა და­ა­რე­გუ­ლი­რონ შიდა სტრუქ­ტუ­რით, რაც ბევ­რად სა­მარ­თლი­ა­ნი იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ილია ღუ­დუ­შა­ურ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

myquiz