"საზიზღარი, გულისამრევი ვიდეოა" - რას ამბობს ბაბი კირკიტაძე, რომელიც საგამოძიებო უწყებაში მივიდა | Allnews.Ge

"საზიზღარი, გულისამრევი ვიდეოა" - რას ამბობს ბაბი კირკიტაძე, რომელიც საგამოძიებო უწყებაში მივიდა

მომ­ღე­რა­ლი ბაბი კირ­კი­ტა­ძე სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში გა­მო­კი­თხვა­ზე მი­ვი­და. გა­მო­კი­თხვა­ზე შეს­ვლამ­დე კი მცი­რე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან. მისი თქმით, კად­რე­ბი, რო­მე­ლიც მას გა­უვრცე­ლეს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია.

"გუ­ლი­სამ­რე­ვი და სა­ზი­ზღა­რი ვი­დე­ო­მონ­ტა­ჟი ვნა­ხე სა­კუ­თარ თავ­ზე. ამას ასე ვერ დავ­ტო­ვებ­დი. ვი­დე­ოს ნახ­ვის შემ­დეგ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს და­ვუ­კავ­შირ­დი და მათ მი­თხრეს, რომ არც ძა­ლი­ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე და­მო­ტა­ჟე­ბუ­ლი ვი­დე­ოა, მაგ­რამ არც სა­მოყ­ვა­რუ­ლო.

სა­ზი­ზღა­რი, გუ­ლი­სამ­რე­ვი ვი­დე­ოა. სა­დაც ნათ­ლად არის ჩემი სახე ჩას­მუ­ლი, ასე­ვე ჟღერ­დე­ბა ჩემი სა­ხე­ლიც.

კარ­გად არის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. წარ­მოდ­გე­ნაც კი არ მაქვს ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს ასე­თი ავად­მყო­ფი და ბო­როტ­მოქ­მე­დი. მე საკ­მა­რი­სი ძალა მო­ვიკ­რი­ბე და ამას მი­ვიყ­ვან ბო­ლომ­დე", - თქვა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მომ­ღე­რალ­მა.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბაბი კირ­კი­ტა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ოს შე­სა­ხებ წერ­და.

"ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ მსგავ­სი რა­მის და­წე­რა მო­მი­წევ­და, მაგ­რამ რო­გორც ჩანს ადა­მი­ა­ნე­ბის ბო­რო­ტე­ბას სა­ზღვა­რი არ აქვს !!!

პი­რო­ბას გაძ­ლევთ, ადრე თუ გვი­ან ყვე­ლას პა­სუ­ხი მო­გე­თხო­ვე­ბათ, დამ­მონ­ტა­ჟე­ბელ­საც და თი­თო­ე­ულ გა­მავ­რცე­ლე­ბელ­საც ამ ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის! ვერც ჩურ­ჩუ­ლით და­დე­ბუ­ლი ხმა გიშ­ვე­ლით და ვერც შუ­ა­ში “სპიშ­კით” გა­და­ფა­რუ­ლი და და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სა­ზი­ზღრო­ბა ფე­ი­კით შე­მა­ში­ნებთ ..!!!

ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბი რომ იყოს: ჭო­რე­ბით, და­ცინ­ვით და ათა­სი სა­ში­ნე­ლე­ბით რომ ვე­რა­ფე­რი მიქ­ნეს, ახლა ისეთ ამაზ­რზენ ვი­დე­ო­მონ­ტაჟს ავ­ცე­ლე­ბენ ჩემ­ზე ჩა­თებ­ში, პორ­ნო­სა­ი­ტებ­ზეც რომ აღარ დე­ბენ.

მე ამა­საც გა­ვუძ­ლებ, ამა­საც რა­ღაც­ნა­ი­რად გა­და­ვი­ტან.იმ სა­ზი­ზღრო­ბის შემ­ქმნე­ლებს და გა­მავ­რცე­ლებ­ლებს რაც შე­ე­ხე­ბათ, ისი­ნი მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა თა­ვი­სი­ვე ბო­რო­ტე­ბა­ში და ბოღ­მა­ში ჩა­იხ­რჩო­ბი­ან.აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვი­ტან სარ­ჩელს და მა­ნამ არ გავ­ჩერ­დე­ბი, სა­ნამ ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე პა­სუხს არ აგებს !" - წერ­და ბაბი კირ­კი­ტა­ძე.

myquiz