კიდევ ერთი წალენჯიხელი ხვიჩა კვარაცხელია- რა ვიცით ქართველ მომღერალზე, რომელმაც მოსკოვში უცნაური იმიჯი მოირგო? | Allnews.Ge

კიდევ ერთი წალენჯიხელი ხვიჩა კვარაცხელია- რა ვიცით ქართველ მომღერალზე, რომელმაც მოსკოვში უცნაური იმიჯი მოირგო?

როგორც აღმოჩნდა, საქართელოს არა ერთი, არამედ ორი პოპულარული ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს. საფეხბურთო კლუბ "ნაპოლის" ფეხბურთელ ხვიჩას საქართველოსა და იტალიის ფარგლებს გარეთ, მთელს მსოფლიოში იცნობენ.

დღეს სხვა ხვიჩა კვირაცხელიაზე მოგიყვებით. ის პროფესიით მომღერალია და ამჟამად რუსეთში ცხოვრობს.

ცოტა ხნის წინ მან რუსეთში უცნაური იმიჯი მოირგო და მომღერლების დაჯილდოების ცერემონიაზე „ოქრს გრამაფონი“ კვარაცხელია წითელ ხალიჩაზე ბედნიერი სახით ფილიპ კირკოროვთან ერთად პოზირებდა.

408791560-409585801399915-8753070583950643799-n-1702118104.jpg

408890450-409584141400081-6815645664506890842-n-1702118123.jpg

წითელ ხალიჩაზე კვარაცხელია შავი კოსტიუმით იყო წარმოდგენილი, რომელსაც დიდი შავი ბაფთა ამშვენებდა. ქართველი მომღერლის ჩაცმულობა უყურადღებოდ არც პრესას და არც საზოგადობას არ დარჩენია.

„მომღერალი აშკარად მოემზადა წითელი ხალიჩისთვის. ღირდა თუ არა? – ეს კითხვა ღიად დავტოვოთ“, – წერს life.ru.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია მომღერლის გარდა ასევე არის ბლოგერი, მოდელი და ფოტოგრაფი.

ის წლების წინ საქართველოში „იქს ფაქტორშიც“ მონაწილეობდა.

myquiz