"მშობლები ამ შეცდომას ხშირად უშვებენ... ბავშვებში საუზმეზე ამ საკვების მიღება, ზრდა-განვითარების ეტაპებს აფერხებს" - რას გვირჩევს ლაშა უჩავა?
ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა "შუადღის" ეთერში საუბრობს, რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად მშობლები მოსწავლეებისთვის საუზმის მომზადებისას:
- საუზმეზე პირველი შეცდომა, რასაც მშობლები უშვებენ, ეს მუქი შეფერილობის ჩაია. ანუ კოფეინით გაჯერებული პროდუქტი, რომელიც ბავშვთა ასაკისთვის არც ისე სასარგებლოა, თავისი მოქმედებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ნერვულ სისტემაზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედებს, რაც საბოლოო ჯამში დღის განმავლობაში ბავშვს ხელს უშლის როგორც სწავლასა და ათვისებაში, ასევე აფერხებს ზრდა-განვითარების ეტაპებს.
მეორე დაშვებული შეცდომა შეიძლება, ნახშირწყლებით გაჯერებული საკვებია. აქ იგულისხმება ტკბილი ორცხობილა, კექსი, ნამცხვარი და სხვა ისეთი პროდუქტი, რომლებიც დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. ხილი არ იგულისხმება...განაგრძეთ კითხვა