"ორი ძმა და მათი მეგობარი მანქანაში დაიწვნენ" - რა ხდება ცნობილი ციხისძირში მომხდარ უმძიმეს ავარიაზე?
ფოტოზე: ლექსო ბუქური და ტარიელ და გოჩა ბედოშვილები
მცხეთა-მთიანეთის რაიონში წუხელ მომხდარ უმძიმეს ავარიას 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა. ავტომობილი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, ჯერ ნაგვის ურნას დაეჯახა, შემდეგ ბორდიურს და შემდეგ კი ერთ-ერთი სახლის ეზოში შევარდა. მომხდარის შედეგად ავტომობილი აფეთქდა. სამივე ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან ძმები, ტარიელ და გოჩა ბედოშვილები და მათი მეგობარი ლექსო ბუქური. ბედოშვილები ანანურიდან იყვნენ, ბუქური კი სოფელ ცივწყაროდან. იხილეთ სრულად