"ამ მარტივმა წესმა, შესაძლოა, ათასობით ბავშვი იხსნას მხედველობის პრობლემებისგან" - როგორ დავზოგოთ ბავშვის თვალები, როცა ტელეფონისგან და კომპიუტერისგან სრულად ჩამოშორება შეუძლებელია | Allnews.Ge

"ამ მარტივმა წესმა, შესაძლოა, ათასობით ბავშვი იხსნას მხედველობის პრობლემებისგან" - როგორ დავზოგოთ ბავშვის თვალები, როცა ტელეფონისგან და კომპიუტერისგან სრულად ჩამოშორება შეუძლებელია

გაჯეტებთან ურთიერთობა ბევრ პრობლემასთან ერთად მხედველობის გაუარესებასაც იწვევს. ბავშვების ეკრანებისგან სრულად მოწყვეტა პრაქტიკულად, შეუძლებელია, განსაკუთრებით, მოსწავლეების, რომლებსაც ტელეფონებისა თუ კომპიუტერების საშუალებითაც უწევთ დავალებული ინფორმაციის მოძიება, კითხვა და შესრულება.

ამიტომ ოფთალმოლოგები გვირჩევენ, რომ ეკრანთან ურთიერთობისას ბავშვები რამდენიმე მარტივ წესს მივაჩვიოთ, რათა მათი მხედველობა უფრო დაზღვეული იყოს.

მიაჩვიეთ ბავშვი, რომ ეკრანის ნათება ხშირად შეამციროს და სიბნელეში არ იჯდეს ტელეფონით ხელში ან ჩართული კომპიუტერის წინ.

თვალი ისეა მოწყობილი, რომ თუ გარშემო ბნელა, გუგები ფართოვდება. სინათლეში კი ვიწროვდება.

როცა ბავშვი ტელეფონით ხელში სიბნელეში ზის, თვალისთვის „გაუგებარია“, რომელ მდგომარეობაში უნდა დარჩეს. იხილეთ სრულად

myquiz