რა უნდა ვიცოდეთ 2024 წლის მთავარ სიმბოლოზე და როგორ უნდა დავხვდეთ ახალ წელს? | Allnews.Ge

რა უნდა ვიცოდეთ 2024 წლის მთავარ სიმბოლოზე და როგორ უნდა დავხვდეთ ახალ წელს?

მობრძანდება აღმოსავლური კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ფერადი ცხოველის მწვანე ხის დრაკონის წელი.

როგორც ასტროლოგობი აღნიშნავენ, არაჩვეულებრივი, საინტერესო მოვლენებით სავსე წელი გველოდება, რადგან მწვანე ფერი სიმბოლოა მოქნილობის.

რა უნდა ვიცოდეთ 2024 წლის მთავარ სიმბოლოზე?

ჩინური ასტროლოგიის თანახმად, ყველა წელს თავისი მესაჭე არსება ჰყავს, რომელიც თავისი თვისებებითა და ხასიათით, გვკარნახობს, რას შეიძლება ველოდეთ. 2024 წლის „მბრძანებელი“ მწვანე ხის დრაკონი ბრძენი, მითიური არსებაა, რომელსაც შეუძლია ადამიანს ბევრი სიხარული აჩუქოს, მაგრამ ის კეთილგანწყობილი იქნება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სათანადო მოვეპყრობით და არ გავაბრაზებთ.

დრაკონი ავტორიტეტული ცხოველია, ჩინეთის იმპერიული ძალაუფლების სიმბოლოა. მისი გამოსახულება შეგვიძლია ვნახოთ ბევრ შენობასა და საყოფაცხოვრებო ნივთზე.

გადმოცემების თანახმად, წარსულში, უბრალო ადამიანებს არ შეეძლოთ „შეხებოდნენ“ ღვთაებრივ დრაკონს, მაგრამ, როგორც წლის სიმბოლო, დრაკონი არც ისე მკაცრია. ითვლება, რომ ყველაზე მეტად წარმატება და იღბალი მისი „მმართველობის“ დროს მოდის. შესაბამისად, 2024 წელს ბევრ სიახლეს, წარმატებას, პრობლემების გადაჭრას, სიმშვიდეს და სიხალისეს გვპირდება.

აღმოსავლურ კულტურაში მწვანე ფერი ასოცირდება სიმშვიდესთან, მოქნილობასთან და გარემოსთან ადაპტაციის უნართან, ისე, რომ თავი არ დაიზარალოთ. გარდა ამისა, მწვანე ფერი ხალხის სიმბოლოა. ეს ნიშნავს, რომ დრაკონი განსაკუთრებულ კეთილგანწყობას გამოიჩენს პლანეტაზე მცხოვრები უბრალო ადამიანების მიმართ.

როგორ მივიზიდოთ წარმატება 2024 წელს სახლში?

ცხადია, ყოველ ახალ წელს უნდა დავხდეთ მომზადებული და „შეიარაღებული“ . ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა მოეწონება წლის მთავარ სიმბოლოს - დრაკონს, რომელიც ხის ელემენტითაა წარმოდგენილი. ეს იმას ნიშნავს, რომ გვეძლევა უზარმაზარი შესაძლებლობები. როგორც ხეს, თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია გავიზარდოთ, განვითარდეთ და მივაღწიოთ სიმაღლეებს. ამისათვის მთავარია, სწორი ნაბიჯები გადავდგათ.

2024 წელს უნდა შევარჩიოთ ისეთი ნივთები, რომლებიც იღბალს მოგვიტანს. აუცილებლად უნდა ჩამოკიდოთ კედელზე ხის გამოსახულებიანი სურათი. მიიღოთ ხის სურათი, ან რაიმე სხვა ჩარჩო, სადაც ფოთლები და ხის ტოტები იქნება. ქალბატონებს და მამაკაცებს შეუძლიათ აირჩის ხის ფორმის ან გამოსახულებიანი აქსესუარები.

ურიგო არ იქნება თავად დრაკონის სახლში “მობრძანება“ რბილი სათამაშოების სახით, ასევე შეიძლება კალენდარზე ან ნახატებზე იყოს გამოსახული.

ტყუილად არ ამბობენ, როგორ შეხვდები წელს, როგორ გაატარებ ამ დღეს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობ აქვსო. თითოეულ ჩინურ სიმბოლოს აქვს საკუთარი პრეფერენციები. დრაკონი არ არის გამონაკლისი. რაც უფრო მეტი ყურადღება იქნება მის სურვილებზე, მით უფრო ბედნიერი იქნება წლის „მბრძანებელი“. დრაკონი თვალშისაცემი, დიდებული, კეთილშობილი არსებაა. მას უყვარს ბრწყინვალება და ყურადღების ცენტრში ყოფნა. ასე რომ, 2024 წელს უარი უნდა ვთქვათ ყოველგვარ რუტინულ ქცევებზე, ვიყოთ საზეიმო განწყობაზე, ვიხმაუროთ და ვიზეიმოთ. რეკომენდირებულია, სადმე პომპეზურ ადგილას, რესტორანში, კაფეში ან წვეულებაზე შეხვდეთ ახალ წელს, თუმცა სახლში ყოფნასაც არ კრძალავს მწვანე ხის დრაკონი, მთავარია, განწყობა და ხალისი. იხილეთ სრულად

myquiz