"მოსახვევში შემთხვევით გახსნილი ავტოსადგურები აღარ უნდა იყოს" - რას ითვალისწინებს ცვლილებები კანონში: მგზავრების გადასაყვანად შესაბამისი ნებართვა გახდება საჭირო | Allnews.Ge

"მოსახვევში შემთხვევით გახსნილი ავტოსადგურები აღარ უნდა იყოს" - რას ითვალისწინებს ცვლილებები კანონში: მგზავრების გადასაყვანად შესაბამისი ნებართვა გახდება საჭირო

მთავ­რო­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი, რო­მე­ლიც ავ­ტო­სად­გუ­რის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბას და მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნის სფე­რო­ში ახა­ლი სა­ხის ნე­ბარ­თვე­ბის შე­მო­ღე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, პარ­ლა­მენ­ტმა მე­სა­მე მოს­მე­ნით და­ამ­ტკი­ცა.

"სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ტრან­სპორ­ტის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, გა­მომ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტებ­თან ერ­თად 83-ხმით და­ამ­ტკი­ცეს.

პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ავ­ტო­სად­გუ­რი გა­ნი­მარ­ტე­ბა რო­გორც მგზავ­რთა და გა­დამ­ზიდ­ველ­თა მომ­სა­ხუ­რე­ბის მიზ­ნით, შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე მო­წყო­ბი­ლი ად­გი­ლი, სა­დაც დად­გე­ნი­ლი წე­სით შე­საძ­ლე­ბე­ლია გან­ხორ­ცი­ელ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­გუ­ლა­რულ, არა­რე­გუ­ლა­რულ, ქვეყ­ნის შიდა ან მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვრებ­ში სამ­გზავ­რო გა­დაყ­ვა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა.

"სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ტრან­სპორ­ტის შე­სა­ხებ“ კა­ნონს ავ­ტო­სად­გურ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მუხ­ლე­ბი ემა­ტე­ბა, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­სად­გუ­რის კლა­სებ­სა და მათ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბას გან­სა­ზღვრა­ვენ. ასე­ვე, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი თა­ვი­სი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტით იმ და­სახ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს გან­სა­ზღვრავს, სა­დაც ავ­ტო­სად­გუ­რი­დან ავ­ტო­ბუ­სე­ბის რე­ის­ში გას­ვლა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის. კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, ორი უნი­ვერ­სა­ლუ­რი სა­ხის ნე­ბარ­თვის შე­მო­ღე­ბა ხდე­ბა - ეს არის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სამ­გზავ­რო გა­დაყ­ვა­ნის ნე­ბარ­თვა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვის ნე­ბარ­თვა, რომ­ლის აღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­დამ­ზიდ­ველს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­გუ­ლა­რუ­ლი/არა­რე­გუ­ლა­რუ­ლი და ქვეყ­ნის შიდა რე­გუ­ლა­რუ­ლი გა­დაყ­ვა­ნა, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვა.

რო­გორც ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო გან­მარ­ტავს, ავ­ტო­სად­გუ­რებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით დად­გე­ნი­ლი სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი, მოძ­რა­ო­ბის, ეკო­ლო­გი­უ­რი და სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი და­ცუ­ლი არ არის.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უმე­ტე­სი ავ­ტო­სად­გუ­რე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო-ტექ­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის მო­თხოვ­ნებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნამ მა­სობ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი­დან, ნაც­ვლად ავ­ტო­სად­გუ­რე­ბი­სა, რის გა­მოც მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და ავ­ტო­ბუ­სე­ბის ქა­ო­სუ­რი მოძ­რა­ო­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა, იქ­მნე­ბა სა­ცო­ბე­ბი, საგ­რძნობ­ლად გა­უ­ა­რეს­და ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

ხშირ შემ­თხვე­ვებ­ში გა­და­ზიდ­ვე­ბის პრო­ცე­სი ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­მე­წარ­მეო რე­ესტრში რე­გის­ტრა­ცი­ის გა­რე­შე მო­მუ­შა­ვე გა­დამ­ზიდ­ვე­ლე­ბის მიერ მოძ­რა­ო­ბის გან­რი­გე­ბის გა­რე­შე - მოძ­რა­ო­ბის, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და მძღოლ­თა შრო­მი­სა და დას­ვე­ნე­ბის ნორ­მე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით.

ამას­თან, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და და­ბა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე არაპრო­ფე­სი­ო­ნალ­თა რი­ცხვი, რომ­ლე­ბიც მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნის მიზ­ნით იყე­ნე­ბენ რე­სურ­სა­მო­წუ­რულ ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებს, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა არც ტექ­ნი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბით და არც კომ­ფორ­ტის თვალ­საზ­რი­სით მგზავ­რთა რე­გუ­ლა­რუ­ლი გა­დაყ­ვა­ნის მო­თხოვ­ნებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

შე­დე­გად ის მე­წარ­მე-გა­დამ­ზიდ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნას კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დაც­ვით ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, არა­კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან პი­რო­ბებ­ში აღ­მოჩ­ნდნენ, რაც იწ­ვევს მათ გან­დევ­ნას სატ­რან­სპორ­ტო ბაზ­რი­დან და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნა­თა უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­ბუ­სის მფლო­ბე­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პი­რე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბას“, - ნათ­ქვა­მია პარ­ლა­მენ­ტის მიერ მხარ­და­ჭე­რილ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე თან­დარ­თულ გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში. იხილეთ სრულად

myquiz