"ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, სააკაშვილს კისერში მოვკიდებდი ხელს და ან გლდანის ციხეში წავიყვანდი, ან რუსთავში... "თაღლითი და მავნებელია" - ელისაშვილი | Allnews.Ge

"ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, სააკაშვილს კისერში მოვკიდებდი ხელს და ან გლდანის ციხეში წავიყვანდი, ან რუსთავში... "თაღლითი და მავნებელია" - ელისაშვილი

ჩემი გა­და­სა­წყვე­ტი რომ იყოს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს კი­სერ­ში მოვ­კი­დებ­დი ხელს და ან გლ­და­ნის ცი­ხე­ში წა­ვიყ­ვან­დი, ან რუს­თავ­ში. ცი­ხე­შია ჩა­სას­მე­ლი! ერთი წე­ლია ბა­ი­რა­მობს, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, სტრას­ბურ­გის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არა­ფე­რი სჭირს და ამი­ტომ ის ცი­ხე­ში უნდა დაბ­რუნ­დეს.

"თაღ­ლი­თი და მავ­ნე­ბე­ლია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. ახლა ხომ გა­მოჩ­ნდა, რომ არა­ნა­ი­რი დე­მენ­ცია, კა­ხექ­სია... რა უქნა ერთი წელი ქვე­ყა­ნას. ჩემი გა­და­სა­წყვე­ტი რომ იყოს, მოვ­კი­დებ­დი კი­სერ­ში ხელს და წა­ვიყ­ვან­დი, ან გლ­და­ნის ცი­ხე­ში, ან რუს­თავ­ში. ცი­ხე­შია ჩა­სას­მე­ლი! ერთი წე­ლია ბა­ი­რა­მობს. რა კა­ხექ­სია და დე­მენ­ცია. ვკვდე­ბი, ერთი კვი­რა დამ­რჩა... ეს კაცი არის მავ­ნე­ბე­ლი!

ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი არა­ფერ შუ­ა­შია. ნინო ლომ­ჯა­რი­ამ შექ­მნა კო­მი­სია და ერთი წელი "გვა­ბო­ლებ­დნენ“, რომ კვდე­ბაო. სტრას­ბურ­გის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რომ არა­ფე­რი სჭირს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს. წა­მოწ­ვა იქ ორ ოთა­ხი­ან­ში და დედა უტი­რა ამ ქვე­ყა­ნას. აქე­დან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი "ოც­ნე­ბა“ ხრავს ამ ქვე­ყა­ნას და იქი­დან დედა უტი­რა სა­ა­კაშ­ვილ­მა! ერთი წელი აჯან­ჯღა­რა ეს ქვე­ყა­ნა და მარ­ტო თა­ვის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ალა­პა­რა­კა. სა­ჩუ­ქა­რი გა­უ­კე­თა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, ერთი წელი სხვა სა­ლა­პა­რა­კო თემა არ ჰქონ­და.

ასე სა­მე­დი­ცი­ნო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა გვჭირ­დე­ბა ყვე­ლას ამ ქვე­ყა­ნა­ზე. ეს ორი­ვე პარ­ტია ოპო­ზი­ცი­ა­ში უნდა გა­და­ვი­დეს. ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი ფიქ­რო­ბენ რო­გორ გა­და­ბო­ბღდნენ 5%-იან ბა­რი­ერ­ზე. ამ დროს არის დიდი ეროვ­ნუ­ლი მი­ზა­ნი - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან თუ არ გა­ვუშ­ვით, ამათ ვე­ღა­რა­სო­დეს გა­ვუშ­ვებთ. მე­ო­თხედ იქ­ნე­ბა არ­ჩე­უ­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ?“,- გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

ამას­თან, ელი­საშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა "გირ­ჩი-მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ ლი­დე­რის, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის წი­თე­ლი ხა­ზია ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი "გირ­ჩი­დან“, გა­ხა­რია და ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი.

"გა­მოვ­რი­ცხავ ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძეს­თან და, გან­სა­კუთ­რე­ბით, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას­თან რამე თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. თა­ვად ხომ იყო ცოტა ხნით პარ­ლა­მენ­ტში შე­მო­სუ­ლი, რამ­დე­ნი­მე სხდო­მა­ზე ხომ იარა? შემ­დეგ ადგა და გა­ვი­და, მის მა­გივ­რად შე­მო­ვი­და ჰერ­მან საბო. ამ მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში სხდო­მა­ზე ხომ და­დი­ო­და? სი­ტყვი­თაც რამ­დენ­ჯერ­მე ხომ გა­მო­ვი­და? და ამით არ "აპ­რა­ვებ­და“ არ­ჩევ­ნებს?

სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჯერ არ ვფიქ­რობ ვინ­მეს­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბას“,- გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ყვე­ლას უნ­დო­და პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა და ვინც პირ­ვე­ლი გა­ბე­და შეს­ვლა, ეს იყო თა­ვად, რად­გან ასე იყო სწო­რი ქვეყ­ნის­თვის.

"მა­შინ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ტო­ტა­ლუ­რად არ გა­უ­ყალ­ბე­ბია არ­ჩევ­ნე­ბი. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ ვერ და­ვუმ­ტკი­ცეთ ტო­ტა­ლუ­რი გა­ყალ­ბე­ბა. ყვე­ლას უნ­დო­და პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა. ყვე­ლა უყუ­რებ­და ერ­თმა­ნეთს თუ ვინ იქ­ნე­ბო­და ის გიჟი, ვინც პირ­ვე­ლი გა­ბე­დავ­და და ის "გიჟი“ აღ­მოვ­ჩნდი მე. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ასე იყო სწო­რი ქვეყ­ნის­თვის. და­ხუ­რულ შეხ­ვედ­რებ­ზე ელ­ჩე­ბი გვთხოვ­დნენ მა­გი­და­ზე დაგ­ვე­დო არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ვე­რა­ფე­რი დავ­დეთ. მე დავ­დე სა­ბურ­თა­ლო­ზე არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ დი­დუ­ბე. სა­ბურ­თა­ლო­ზე არ­ჩევ­ნე­ბი გა­ა­ყალ­ბეს! ვერ ვი­ტყვი ტო­ტა­ლუ­რად, მაგ­რამ გა­ა­ყალ­ბეს.

ვერ და­ვამ­ტკი­ცეთ არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა და მა­შინ ვთქვით, რომ ვი­ცით სა­ში­ნელ ჯო­ჯო­ხეთს გა­ვივ­ლით, მაგ­რამ ჩვენ შე­ვალთ-თქო. სა­თი­თა­ოდ მლან­ძღავ­დნენ: "ლელო“, გიგა ბო­კე­რი­ას ხალ­ხი, "ნა­ცე­ბი“. პარ­ლა­მენ­ტის შე­სას­ვლელ­თან ჩემს ფო­ტო­ებს წვავ­დნენ, ეს ოღ­რა­შე­ბი და შემ­დეგ მე მას­წრებ­დნენ პარ­ლა­მენ­ტის დარ­ბაზ­ში შე­მოს­ვლას. ვინ მო­იქ­ცა ახლა ნორ­მა­ლუ­რად? ისი­ნი, მა­ინც არ გა­მი­ლან­ძღია, ვამ­ბობ­დი, რომ ყვე­ლას უნდა შე­მოს­ვლა, მაგ­რამ ერთი ად­გი­ლი არ აქვთ, რომ შე­მო­ვიდ­ნენ-თქო. მე მეყო ის ერთი ად­გი­ლი და შე­ვე­დი პარ­ლა­მენ­ტში. კარ­გი საქ­ცი­ე­ლი იყო ჯვარს რომ მაც­ვეს და ჩემს ფო­ტო­ებს წვავ­დნენ და შემ­დეგ რომ შე­მო­ვარ­დნენ პარ­ლა­მენ­ტში და სულ ბო­ი­კოტ­ში რომ იყ­ვნენ?“- გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

myquiz