საქართველოში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა 23 გრადუსს მიაღწევს - იხილეთ უახლოესი დღეების პროგნოზი რეგიონების მიხედვით | Allnews.Ge

საქართველოში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა 23 გრადუსს მიაღწევს - იხილეთ უახლოესი დღეების პროგნოზი რეგიონების მიხედვით

30 ნო­ემ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, 1-3 დე­კემ­ბერს კი, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში +23 გრა­დუ­სამ­დე, ხოლო აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში +15, +20 გრა­დუ­სამ­დე დათ­ბე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, 30 ნო­ემ­ბერს, სით­ბოს ფონ­ზე, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი იქ­ნე­ბა.

„1-3 დე­კემ­ბერს ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის უმე­ტეს ნა­წილ­ზე თბი­ლი და უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

ქ. თბი­ლის­ში უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა, 1-3 დე­კემ­ბერს ჰა­ე­რი +17, +19 გრა­დუ­სამ­დე გათ­ბე­ბა.

სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში (ბა­თუ­მი, ქო­ბუ­ლე­თი, ანაკ­ლია, ფოთი): 30 ნო­ემ­ბერს გაწ­ვი­მე­ბა, ხოლო 1-3 დე­კემ­ბერს თბი­ლი და უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +21, +23 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ რა­ი­ო­ნებ­ში (ქუ­თა­ი­სი, ზეს­ტა­ფო­ნი, ზუგ­დი­დი, მარ­ტვი­ლი, ოზურ­გე­თი): 30 ნო­ემ­ბერს გაწ­ვი­მე­ბა, ხოლო 1-3 დე­კემ­ბერს თბი­ლი და უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +21, +23 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში (ამ­ბრო­ლა­უ­რი, ონი, ცა­გე­რი, შოვი, ჭი­ა­თუ­რა, სა­ჩხე­რე, ხულო): 30 ნო­ემ­ბერს გაწ­ვი­მე­ბა, ხოლო 1-3 დე­კემ­ბერს თბი­ლი და უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +19, +21 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში (მეს­ტია, ბახ­მა­რო): 30 ნო­ემ­ბერს ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი იქ­ნე­ბა, ხოლო 1-3 დე­კემ­ბერს შე­და­რე­ბით თბი­ლი და უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. დღის ტემ­პე­რა­ტუ­რა +12, +14 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს.

ქარ­თლში (რუს­თა­ვი, ბოლ­ნი­სი, მარ­ნე­უ­ლი, გარ­და­ბა­ნი, გორი, ცხინ­ვა­ლი): უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა, დღის ტემ­პე­რა­ტუ­რა +17, +19 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს.

კა­ხეთ­ში (სა­გა­რე­ჯო, თე­ლა­ვი, გურ­ჯა­ა­ნი, სიღ­ნა­ღი, ლა­გო­დე­ხი, ყვა­რე­ლი, ახ­მე­ტა, დე­დოფ­ლის­წყა­რო): უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა, დღის ტემ­პე­რა­ტუ­რა +18, +20 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს.

აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში (ახალ­ცი­ხე, ბორ­ჯო­მი, დუ­შე­თი, თი­ა­ნე­თი, ფა­სა­ნა­უ­რი, დე­დოფ­ლის­წყა­რო): უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სით +14, +16 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა.

აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში (ახალ­ქა­ლა­ქი, წალ­კა, ბა­კუ­რი­ა­ნი, გუ­და­უ­რი, ომა­ლო): უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა. დღის ტემ­პე­რა­ტუ­რა +11, +13 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

myquiz