"ბერას სიმღერებს აღარ ვუსმენ" - ვინ არის მამაკაცი ცნობილი ვიდეოდან "ბერას ფანი" და რას ფიქრობს ის ამჟამინდელ პოლიტიკურ მდგომარეობაზე | Allnews.Ge

"ბერას სიმღერებს აღარ ვუსმენ" - ვინ არის მამაკაცი ცნობილი ვიდეოდან "ბერას ფანი" და რას ფიქრობს ის ამჟამინდელ პოლიტიკურ მდგომარეობაზე

„ბერას ფანი“ - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ვიდეოა YouTube-ზე. სოციალურ ქსელებში გამოჩენისთანავე ის ძალიან მალე გახდა პოპულარული. რამდენიმე დღის წინ ის კვლავ გამოჩნდა სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი TikTok-ზე, სადაც ცნობილი ვიდეოს პაროდიებს ხშირად შეხვდებით.

სწორედ TikTok-ის მეშვეობით ვიპოვეთ ჩვენი რესპონდენტიც, რომელმაც Allnews-თან წლების წინ ჩაწერილი ინტერვიუ გაიხსენა. წაიკითხეთ, როგორ იხსენებს ლევან ედიბერიძე, იგივე „ბერას ფანი“ ცნობილ ვიდეოს.

- ლევან, მოგესალმებით, ვიდეო თქვენი მონაწილეობით 2012 წელს არის გადაღებული, თუმცა დღემდე არ კარგავს პოპულარობას. თუ შეგიძლიათ, რომ გაიხსენოთ ის მომენტი.

- როდესაც „იუთუბზე“ ჩემი ვიდეო გამოჩნდა პირველად ცუდი დამოკიდებულება მქონდა. მერე კი ყველა მცნობდა, ყველას ფოტოების გადაღება უნდოდა. ახლაც კი არის შემთხვევები, როდესაც დღესაც იღებენ ჩემთან ფოტოებს. თავიდან ძალიან რთული იყო, შემდეგ კი მივეჩვიე პოპულარობას. ხალხი სიყვარულს გამოხატავს ჩემს მიმართ, მეფერებიან და კარგს მისურვებენ. მიხარია რომ პოპულარული გავხდი.

- თუ წარმოიდგენდით მაშინ, რომ თქვენი ვიდეო ასეთი დასამახსოვრებელი იქნებოდა და დღეს რა ემოციებით უყურებთ მას?

- მიხარია რომ ხალხი ქუჩაში მცნობს. ეს დამამახსოვრდა ყველა კარგად და მიხარია, რომ ცნობილი გავხდი ამ ვიდეოს მეშვეობით. ჩემი ვიდეო ბოლო დროს „ტიკტოკში“ ძალიან გააქტიურდა და ყველა მცნობს. გარეთაც ხალხი მცნობს და კმაყოფილი ვარ, რომ ხალხს არ დავავიწყდი.

289429181-1427299291070561-6674423217853501186-n-1701248177.jpg

- ისევ თუ უსმენთ ბერას სიმღერებს?

- არა, ბერას სიმღერებს აღარ ვუსმენ.

- იმის მიუხედავად, რომ იშვიათია ადამიანი, ვისაც თქვენი ვიდეო არ უნახავთ, ფაქტობრივად თქვენს შესახებ არაფერი იყო ცნობილი, სახელიც კი. მეც სრულიად შემთხვევით გიპოვეთ სოციალურ ქსელში. გვიამბეთ თქვენს შესახებ, რას საქმიანობთ.

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. საშუალო განათლება მაქვს მიღებული. არ ვარ დაოჯახებული.

ამჟამად გლდანში ვცხოვრობ. ვმუშაობ სპორტდარბაზში, ხალხს ვავარჯიშებ.

რაც შეეხება პროფესიას, სწავლა არ გამიგრძელებია. ჟურნალისტობა მინდოდა ძალიან, თუმცა სამწუხაროდ ვერ მოვახერხე სწავლა. 17 წლიდან ვშრომობ. მშობლებისთვის ფული არასოდეს მომითხოვია. ძალიან დიდ პატივს ვცემ თითოეულ მშრომელ ადამიანს. სანამ ცოცხალი ვიქნები შრომას გავაგრძელებ. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც შრომა ეზარებათ.

387324950-2319215158286362-1265769314911061517-n-1701248230.jpg

- საქართველოში ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებას როგორ შეაფასებდით? 2012 წლის შემდეგ რამდენად შეიცვალა თქვენი პოლიტიკური სიმპათიები?

- წინა ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ სადისტები. შეიძლება კარგი მმართველობა ჰქონდათ, მაგრამ „ნაციონალები“ აწამებდნენ პატიმრებს და ძალიან ცუდად ექცეოდნენ ხალხს. მე მადლობელი ვარ „ოცნების“ რომ ისინი მოიშორა და ნამდვილად ვეღარ დაბრუნდებიან. ხალხის 90%-ს ისევ „ოცნება“ უნდა ხელისუფლებაში.

maxresdefault-1701248259.jpg

ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ ხელს თუ არ გავანძრევთ ვერცერთი მთავრობა ვერ გვიშველის. მე წინა ხელისუფლების დროსაც ვმუშაობდი და ახლაც. თუმცა, სამწუხაროდ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს არ ჰყოფნით ფული. პენსიონრები უფრო მეტად დაფასებულები უნდა იყვნენ. ამ მიმართულებით არ მესმის ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკა, დანარჩენად ვეთანხმები.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტებს რომ ჰკითხოთ. ხალხი გაჭირვებულიაო ამბობენ. თუმცა, რაც ვნახე ამ დღეებში ფასდაკლებების გამო „გორგია“ და სხვა მაღაზიები გადაჭედილი იყო ხალხით. ასე რომ ჩემი აზრით ხალხს საქართველოში არ უჭირს. მხოლოდ სოციალურად დაუცველები და პენსიონერები ცხოვორბენ გაჭირვებით.

myquiz