"მას შემდეგ, რაც ქალმა ახალი ოჯახი შექმნა, ყოფილი ქმარი მუდმივად ემუქრებოდა... გუშინ მიუვარდა იარაღით" - ვინ არის საგარეჯოს რაიონში მოკლული 36 წლის კაცი? | Allnews.Ge

"მას შემდეგ, რაც ქალმა ახალი ოჯახი შექმნა, ყოფილი ქმარი მუდმივად ემუქრებოდა... გუშინ მიუვარდა იარაღით" - ვინ არის საგარეჯოს რაიონში მოკლული 36 წლის კაცი?

სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ერთი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს, ერთი კი დაჭ­რეს. შემ­თხვე­ვა სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ თუ­ლარ­ში მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, კაც­მა ჯერ ყო­ფილ ცოლს მი­ა­ყე­ნა ჭრი­ლო­ბე­ბი, შემ­დეგ კი მის მე­უღ­ლეს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლა.

კაცი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ყო­ფი­ლი ქმრის მიერ დაჭ­რი­ლი ქალი კი სა­გა­რე­ჯოს "ჯე­ოჰოს­პი­ტალ­სის" კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი, სა­დაც გა­და­უ­დე­ბე­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლი 36 წლის კაცი ია­შარ ჯა­ფა­რო­ვია, ხოლო ბრალ­დე­ბუ­ლი ხეირ ხა­ბა­რო­ვი. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ყვე­ბი­ან, ჯა­ფა­რო­ვი მე­უღ­ლეს 7 თვის წინ გა­შორ­და, მას შემ­დეგ კი რაც ქალ­მა ახა­ლი ოჯა­ხი შექ­მნა, მის მი­მართ მუდ­მი­ვად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და მუ­ქა­რა.

"და­შო­რე­ბის შემ­დეგ ქალ­მა ახა­ლი ოჯა­ხი შექ­მნა და მას შემ­დეგ ყო­ფი­ლი ქმრის­გან მუდ­მი­ვად იყო მუ­ქა­რა. ეუბ­ნე­ბო­და, რომ გა­შო­რე­ბო­და ქმარს. კონ­ფლიქ­ტი ამ თე­მა­ზე ხში­რად იყო. გუ­შინ კი მკვლე­ლო­ბა მოხ­და სო­ფელ იორ­მუ­ღა­ლო­ში, სა­დაც ქალი ქმარ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. მი­უ­ვარ­და და ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა ჯერ ყო­ფილ ცოლს, შემ­დეგ კი მის ქმარს. კაცი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა" - ამ­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ ექ­სპერტ- კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა 19 -109 მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ორი ან მეტი პი­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

myquiz