"მაგრამ, დიდწილად ვერ გაიმარჯვეს პოლიტიკური გაუგებრობის გამო" - როგორ აფასებენ პროფესიონალები "საბავშვო ევროვიზიაზე" საქართველოს შედეგს? | Allnews.Ge

"მაგრამ, დიდწილად ვერ გაიმარჯვეს პოლიტიკური გაუგებრობის გამო" - როგორ აფასებენ პროფესიონალები "საბავშვო ევროვიზიაზე" საქართველოს შედეგს?

26 ნო­ემ­ბერს 2023 წლის სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე გა­მარ­ჯვე­ბა მას­პინ­ძელ­მა ქვე­ყა­ნამ, საფ­რან­გეთ­მა მო­ი­პო­ვა. მა­ყუ­რებ­ლი­სა და ჟი­უ­რის სა­ერ­თო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მომ­ღე­რალ­მა ზოი კუ­ლაკ­მა 228 ქუ­ლით პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

წელს კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლო ანას­ტა­სია ვა­სა­ძემ, ნი­კო­ლოზ ხა­რატ­მა და ოთო ბა­ზე­რაშ­ვილ­მა წა­რად­გი­ნეს. კონ­კურ­სში, რო­მელ­შიც 16 ქვე­ყა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და, სა­ქარ­თვე­ლო მე-14 ად­გილ­ზე გა­ვი­და. მსგავ­სი ცუდი შე­დე­გი სა­ქარ­თვე­ლოს მხო­ლოდ ერთხელ, 2019 წელს ჰქონ­და.

evrovizia-1701148141.png.jpg

მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბი­დან ჟი­უ­რიმ, ჯამ­ში, 21 ქულა დაგ­ვი­წე­რა. ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი 5-5 ქულა - ეს­პა­ნეთ­მა, პორ­ტუ­გა­ლი­ამ და სომ­ხეთ­მა. გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა სა­მე­ფომ და იტა­ლი­ამ 3-3 ქუ­ლით შე­ა­ფა­სეს ქარ­თუ­ლი ტრიო, გერ­მა­ნი­ამ კი 1 ქულა დაგ­ვი­წე­რა. და­ნარ­ჩე­ნი ქვეყ­ნე­ბის ჟი­უ­რის ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბის­თვის ხმა არ მი­უ­ცია.

თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე:

- ძა­ლი­ან გულ­და­სა­წყვე­ტია ეს შე­დე­გი, ზე­ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვე­ბი იდ­გნენ სცე­ნა­ზე ჩვე­ნი ბავ­შვე­ბის სა­ხით. არ მინ­და ავ­ტორ­მა მი­წყი­ნოს, მაგ­რამ ვერ გე­ტყვით, რომ სიმ­ღე­რით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი.

მა­ინც იმას ვი­ტყვი, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­კურ­სია და სა­ქარ­თვე­ლო ვერ არის ეტყო­ბა ღირ­სე­უ­ლად ამ­ჯე­რად წარ­მოდ­გე­ნი­ლი ევ­რო­პა­ში, ისე, რო­გორც უნდა იყოს, ამი­ტო­მაც ნა­წი­ლობ­რივ და­ჩაგ­რეს ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამ შე­დე­გის შემ­დეგ აკ­რი­ტი­კე­ბენ რო­გორც სიმ­ღე­რას, ისე "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს"...

- ვერ გა­ვაკ­რი­ტი­კებ, მაგ­რამ რომ გი­თხრათ, უმაღ­ლე­სი რან­გის სიმ­ღე­რა იყო - მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებთ. ქარ­თულ სიმ­ღე­რებს უცხო­ე­ლე­ბი თარ­გმნი­ან და მღე­რი­ან, ისე­თი მე­ლო­დი­უ­რი სიმ­ღე­რე­ბია. ქარ­თუ­ლი კა­ცის ბუ­ნე­ბა­საც ასა­ხავს. მეს­მის, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მო­თხოვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ცოტა სხვა რამ იყო სა­ჭი­რო, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, რომ ეს შე­დევ­რი იყო.

მაგ­რამ არც მი­წას­თან არის გა­სას­წო­რე­ბე­ლი, ჩვენ ძა­ლი­ან და­უნ­დო­ბე­ლი ხალ­ხი ვართ. აუ­ცი­ლებ­ლად და­წე­რეთ, რომ "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს“ იმ­დე­ნი ღირ­სე­უ­ლი გა­და­ცე­მა აქვს, ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, თუნ­დაც "რა­ნი­ნა“, მად­ლო­ბის მეტი არა­ფე­რი გვეთ­ქმის. ამი­ტომ ცოტა დან­დო­ბა უნდა ვი­ცო­დეთ ერ­თმა­ნე­თის. მერე რა, რომ ამ ბავ­შვებ­მა ვერ გა­ი­მარ­ჯვეს. ჩემი აზ­რით, დიდ­წი­ლად ვერ გა­ი­მარ­ჯვეს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­უ­გებ­რო­ბის გამო. იხილეთ სრულად

myquiz