"საბავშვო ევროვიზიაზე მაღალ ადგილებს როცა ვიკავებთ, მაშინ კარგია ევროვიზია და ბოლოდან მესამეზე როცა ვართ - დაგვჩაგრა ევროპამ..." - რას წერს ნიკა გვარამია | Allnews.Ge

"საბავშვო ევროვიზიაზე მაღალ ადგილებს როცა ვიკავებთ, მაშინ კარგია ევროვიზია და ბოლოდან მესამეზე როცა ვართ - დაგვჩაგრა ევროპამ..." - რას წერს ნიკა გვარამია

"მთა­ვა­რი არ­ხის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ნიკა გვა­რა­მია სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზია 2023-ის შე­დე­გებს ეხ­მი­ა­ნე­ბა. რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნავს, ევ­რო­ვი­ზია ყვე­ლა­ზე მე­ტად ქარ­თველ ბავ­შვებს აქვთ მო­გე­ბუ­ლი.

"სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზია ყვე­ლა­ზე მეტ­ჯერ ქარ­თველ ბავ­შვებს აქვთ მო­გე­ბუ­ლი. მე­ო­თხე გა­მარ­ჯვე­ბა ქარ­თველ გრი­გოლ ყიფ­ში­ძეს ქარ­თულ­მა ჟი­უ­რიმ­ვე წა­არ­თვა - რუს მო­ნა­წი­ლეს და­უ­წე­რა (სრუ­ლი­ად და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი) უმაღ­ლე­სი ქულა და ამით გა­და­ას­წრო რუს­მა და იმ წელს გა­ი­მარ­ჯვა. სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო იმ წელს კონ­კურ­სი, სხვა­თა შო­რის. ხუ­თე­ულ­ში ყოფ­ნის რა­ო­დე­ნო­ბებ­საც თუ და­ვა­მა­ტებთ, სა­ქარ­თვე­ლო ამ კონ­კურ­სის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლე გა­მო­დის. და რო­გო­რაა ახლა? მა­ღალ ად­გი­ლებს როცა ვი­კა­ვებთ, მა­შინ კარ­გია ევ­რო­ვი­ზია და გვე­კუთ­ვნის და ბო­ლო­დან მე­სა­მე­ზე როცა ვართ - დაგ­ვჩაგ­რა ევ­რო­პამ, სა­წყა­ლი ქარ­თვე­ლის­თვინ არა­ვინ არა­ლი? ინ­ფან­ტი­ლიზ­მი და ყვე­ლაფ­რის სხვის­თვის გა­დაბ­რა­ლე­ბა რომ სპორ­ტი იყოს, მანდ მარ­თლა სუ ჩვენ მო­ვი­გებ­დით" - წერს გვა­რა­მია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

2023 წლის სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლო 16 მო­ნა­წი­ლე­დან მე-14 ად­გი­ლას გა­ვი­და.

ქვე­ყა­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე "რა­ნი­ნას" მე­ექ­ვსე სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბულ­მა ანას­ტა­სია ვა­სა­ძემ და "რა­ნი­ნას" 2022 წლის ფი­ნა­ლის­ტებ­მა - ნი­კო­ლოზ ხა­რატ­მა და ოთო ბა­ზე­რაშ­ვილ­მა წა­რად­გი­ნეს.

მათ შე­ას­რუ­ლეს სიმ­ღე­რა Over The Sky, რომ­ლის ავ­ტო­რე­ბი არი­ან მებო ნუ­ცუ­ბი­ძე (მუ­სი­კი­სა და ტექ­სტის) და ბე­თხო - ირაკ­ლი მან­ჩხაშ­ვი­ლი, კლი­პის რე­ჟი­სო­რია ზაზა ორაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე მუ­შა­ობ­და სას­ცე­ნო დად­გმა­ზე ქო­რე­ოგ­რაფ გი­ორ­გი ტო­რი­აშ­ვილ­თან ერ­თად.

myquiz