"ჩემი შვილების მამა მოძალადე არ არის!" - რას ამბობენ ყოფილი ცოლი და მეგობრები "კაბუზე", რომელიც ქალზე ძალადობისთვის დააკავეს
26 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ რეპერი და მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე "კაბუ“ პოლიციამ დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გამთენიისას ბორკილები ქუჩაში დაადეს, როდესაც ის მეგობარ ქალზე ძალადობდა.
რას ამბობენ მეგობრებირეპერის დაკავებას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ეხმაურებიან. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ კაბუს და წერენ, რომ არ სჯერათ ძალადობის ვერსიის.
"არ მჯერა და არც დავიჯერებ, რომ შენ იძალადე. მით უმეტეს, ქალზე. ყველა შენს გვერდით ვართ“.
"როგორ მეცინება და არ მჯერა ამ ფაქტის. პირადად მაინც არ ვიცნობდე ამ ადამიანს. ცხოვრებაში არავისზე უძალადია, მით უმეტეს, ქალზე. ქალის პატივისცემა მას პირველ ადგილზე ეყენა ყოველთვის".
რას ამბობს Ambebi.ge-სთან "კაბუს" ყოფილი მეუღლე
ანუკა გიორგელაშვილი და კახა აბუაშვილი წლები იყვნენ დაქორწინებული. წყვილს ორი საერთო შვილი, გიორგი და კესანე ჰყავთ. თუმცა ერთმანეთს დიდი ხნის წინ დაშორდნენ. რეპერი ყოფილ ცოლთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდა.
ანუკას დავუკავშირდით და მომხდარის შეფასება ვთხოვეთ. "ჩემი შვილების მამა მოძალადე არ არის!" - ამბობს ის. იხილეთ სრულად