რა გამოსავალი რჩება საქართველოს, თუ რუსეთი ღვინის იმპორტზე შეზღუდვებს დააწესებს?
რუსეთი ღვინის იმპორტიორ ქვეყნებში საწარმოო ტექნოლოგიის შემოწმებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ადასტურებს.
მეტიც, „როსსელხოზნადზორმა“ 21 ქვეყნის მეღვინეობის სფეროს სამსახურებს ურთიერთთანამშრომლობის ორმხრივი მემორანდუმის პროექტი უკვე დაუგზავნა, რომლის გაფორმების შემდეგაც რუსი სპეციალისტები ამ ქვეყნებში საწარმოების აუდიტს ჩაატარებენ. სავარაუდოდ, ამ 21 ქვეყნის სიაში საქართველოც არის, რადგან ფედერალური საბაჟო სამსახურის იანვარ-ოქტომბრის იმპორტის მონაცემებით, უცხოური მიწოდების ტოპ ხუთეულში იტალია, საქართველო, ესპანეთი, საფრანგეთი და პორტუგალიაა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში საქართველომ საზღვარგარეთ 217.3 მლნ აშშ დოლარის, 75 726 ტონა, ყურძნის ნატურალური ღვინო გაყიდა, საიდანაც 66% სწორედ რუსეთზე მოდის. წელს რუსეთში 144 მლნ აშშ დოლარის, 53 547 ტონა ღვინო გავიდა.
როგორც ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გვანცა მელაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, თუ რუსეთის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია, მიზეზების მოძებნა არ გაუჭირდება, რომ ცალკეულ ქვეყნებს, თუ კომპანიებს, ქვეყანაში იმპორტი აუკრძალოს, ისევე, როგორც ეს 2006 წელს, საქართველოსთვის ემბარგოს დაწესებისას გააკეთა.
გვანცა მელაძის თქმით, განსხვავებით იმ პერიოდისგან (2006 წლის), რუსეთი ახლა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია და ახლა უკვე საქართველოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლება, თუმცა მისი თქმით, პროცესი იმდენ ხანს გრძელდება, ეკონომიკური ზიანი გარდაუვალი იქნება.
„შესაძლოა, ეს იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა, წარმოების ხარისხთან ან რაიმე დარღვევასთან დაკავშირებული. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთის ფედერაცია მიზეზად ასახელებს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მაგრამ რეალურად, ამას წინ უძღვის ხოლმე პოლიტიკური გადაწყვეტილებები. იხილეთ სრულად