საბავშვო ევროვიზიაზე ხმის მიცემა დღეს 23:00 საათზე დაიწყო - როგორ უნდა მივცეთ ხმა საქართველოს? | Allnews.Ge

საბავშვო ევროვიზიაზე ხმის მიცემა დღეს 23:00 საათზე დაიწყო - როგორ უნდა მივცეთ ხმა საქართველოს?

სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე ხმის მი­ცე­მა დღეს 23:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო.

რო­გორ უნდა მივ­ცეთ ხმა სა­ქარ­თვე­ლოს?

შე­გიძ­ლი­ათ ეწ­ვი­ოთ სა­იტს vote.junioreurovision.tv - უყუ­როთ მოკ­ლე ვი­დე­ოს სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ის კონ­კურ­სან­ტებ­ზე და შემ­დეგ ხმის მი­ცე­მის­თვის აირ­ჩი­ოთ სა­ქარ­თვე­ლო და ორი ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ქვე­ყა­ნა. ხმის მი­ცე­მა გაგ­რძელ­დე­ბა 26 ნო­ემ­ბრის 19:00 სა­ა­თამ­დე და შე­წყდე­ბა სწო­რედ მა­შინ, რო­დე­საც კონ­კურ­სის პირ­და­პი­რი ტრანსლა­ცია და­ი­წყე­ბა. 26 ნო­ემ­ბერს, თექ­ვსმე­ტი­ვე მო­ნა­წი­ლის გა­მოს­ვლის შემ­დეგ ხმის მი­ცე­მა 15 წუ­თით ისევ გა­ნახ­ლდე­ბა, რა დრო­საც თქვენ ისევ შეძ­ლებთ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ხმის მი­ცე­მას.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მა­ყუ­რებ­ლი­სა და ჟი­უ­რის და­ჯა­მე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით გა­მოვ­ლინ­დე­ბა.

საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ ნი­ცა­ში, სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზია 2023-ის გახ­სნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნი­ა­ლი 21 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თა.

წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე მო­ნა­წი­ლე 16 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ი­ა­რეს. ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბი - ანას­ტა­სია ვა­სა­ძე, ოთო ბა­ზე­რაშ­ვი­ლი და ნი­კო­ლოზ ხა­რა­ტი - ფა­ნე­ბის წი­ნა­შეც წარ­დგნენ.

2023 წლის სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ის ფი­ნა­ლი 26 ნო­ემ­ბერს, საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ ნი­ცა­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

myquiz