2011 წლამდე გაცემული პირადობის მოწმობები იურიდიულ ძალას დაკარგავს - რა ახალი გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა? | Allnews.Ge

2011 წლამდე გაცემული პირადობის მოწმობები იურიდიულ ძალას დაკარგავს - რა ახალი გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა ის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა და­კარ­გავს იუ­რი­დი­ულ ძა­ლას, რო­მე­ლიც გა­ცე­მუ­ლია 2011 წლამ­დე, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, იქამ­დე გა­ცე­მუ­ლი ვიდ­რე ამოქ­მედ­დე­ბო­და ე.წ. ჩი­პი­ა­ნი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი. ამი­ტომ, მისი თქმით, ყვე­ლა შე­სა­ბა­მის ადა­მი­ანს დას­ჭირ­დე­ბა პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბის გა­მოც­ვლა. ამის შე­სა­ხებ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ოპო­ზი­ცი­ი­სა და უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბის შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ გა­ნა­ცხა­და და გან­მარ­ტა, რომ ამ შეხ­ვედ­რა­ზე აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე შე­ჯერ­დნენ.

"რაც შე­ე­ხე­ბა კა­ნონპ­რო­ექტს, რო­მე­ლიც „ევ­რო­პე­ლი სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის“ მიერ იყო ინი­ცი­რე­ბუ­ლი, თვი­თონ ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, იმ ადა­მი­ა­ნებ­საც ექ­ნე­ბათ ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა, რომ­ლებ­საც არ აქვთ ელექტრო­ნუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი. თუმ­ცა, ასე­თი პი­რა­დო­ბე­ბის მოწ­მო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე დავა, პი­რო­ბი­თად, მაქ­სი­მუმ 500-1000 კაცი იქ­ნე­ბა, მეტი არა. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ რა­ზეც შევ­ჯერ­დით დღეს, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა, მაგ­რამ არ­სე­ბი­თად ამა­ზე შევ­ჯერ­დეთ, რომ ყვე­ლა ის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა და­კარ­გავს იუ­რი­დი­ულ ძა­ლას, რო­მე­ლიც არის 2011 წლამ­დე გა­ცე­მუ­ლი, ანუ იქამ­დე გა­ცე­მუ­ლი ვიდ­რე ამოქ­მე­დე­ბო­და ჩი­პი­ა­ნი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი.

შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა შე­სა­ბა­მის ადა­მი­ანს დას­ჭირ­დე­ბა პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბის გა­მოც­ვლა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­საც ექ­ნე­ბათ არა­ე­ლექტრო­ნუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი, მათი რა­ო­დე­ნო­ბა იქ­ნე­ბა მაქ­სი­მუმ 500-1000 კაცი“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მისი თქმით, დღეს მოქ­მე­დებს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, არა­ე­ლექტრო­ნუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს სა­ერ­თოდ არ აქვს ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა. მისი გან­მარ­ტე­ბით, „ევ­რო­პე­ლი სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის“ მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა ანი­ჭებს არა­ე­ლექტრო­ნუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბის მქონ­დე ადა­მი­ა­ნებ­საც ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბას, რაც ასე­თად უნდა დარ­ჩეს. კო­ბა­ხი­ძის გან­მარ­ტე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას მხარს და­უ­ჭერს.

მისი თქმით, მთე­ლი ეს შფოთ­ვა უკავ­შირ­დე­ბო­და 2011 წლამ­დე გა­ცე­მულ პი­რა­დო­ბებს.

"თა­ვი­დან ბო­ლომ­დე, ყვე­ლა ის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა და­კარ­გავს იუ­რი­დი­ულ ძა­ლას, თა­რიღ­ზე შევ­ჯერ­დე­ბით, მაგ­რამ პი­რო­ბი­თად 1-ელი მარ­ტი­დან 230 ათა­სი, თუ რამ­დე­ნიც არის, პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა გა­უქ­მდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბით ხმას ვე­რა­ვინ მის­ცემს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე შფოთვის სა­ფუძ­ვე­ლი აღარ არ­სე­ბობს, მაგ­რამ დარ­ჩე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 500 კაცი, არა­მარ­ტო რე­ლი­გი­უ­რი მო­საზ­რე­ბე­ბის გამო, სა­ქარ­თვე­ლო­ში არის და­ახ­ლო­ე­ბით 150 ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ვერ იღებს ელექტრო­ნულ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბას, აქ სა­უ­ბა­რი არ არის ფი­ზი­კუ­რად აღე­ბა­ზე, არ­სე­ბობს ისე­თი ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ­ლის გა­მოც მის მი­მართ ვერ იქ­ნე­ბა გა­ცე­მუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა. ასე­თი და­ახ­ლო­ე­ბით ჯამ­ში 180 კაცი არის, მათ­გან 64 არის ვინც რე­ლი­გი­უ­რი მო­საზ­რე­ბე­ბის გამო არ იღებს ელექტრო­ნულ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბას. ჯამ­ში ეს რი­ცხვი, რო­დე­საც გა­უქ­მდე­ბა ძვე­ლი პი­რა­დო­ბე­ბი, შე­იძ­ლე­ბა მაქ­სი­მუმ 500-მდე გა­ი­ზარ­დოს. ამი­ტომ, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე პრობ­ლე­მა მო­იხ­სნე­ბა. ერ­თის მხრივ, მხარს და­ვუ­ჭერთ „ევ­რო­პე­ლი სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის“ ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც აძ­ლევს არა­ე­ლექტრო­ნუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბას, მაგ­რამ ამას და­ე­მა­ტე­ბა ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გა­უქ­მდე­ბა ყვე­ლა ძვე­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა. გა­უქ­მდე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 230 000 ძვე­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა და ამას ვე­რა­ვინ გა­მო­ი­ყე­ნებს სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

myquiz