მსხვერპლით დასრულებული უმძიმესი ავარია ხობის მუნიციპალიტეტში - რა ხდება ცნობილი სამი ავტომანქანის შეჯახების შედეგად გარდაცვლილებზე? | Allnews.Ge

მსხვერპლით დასრულებული უმძიმესი ავარია ხობის მუნიციპალიტეტში - რა ხდება ცნობილი სამი ავტომანქანის შეჯახების შედეგად გარდაცვლილებზე?

21 ნო­ემ­ბერს უმ­ძი­მე­სი ავა­რია მოხ­და ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხა­მის­კურ­ში, სა­დავ ერ­თმა­ნეთს 3 ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა. მომ­ხდა­რის შე­დე­გად ერთი ახალ­გაზ­რდა ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დებ­მა კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძღოლს სველ ას­ფალტზე მან­ქა­ნა მო­უს­რი­ალ­და და სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ვი­და, რა დრო­საც სა­პი­რის­პი­რო ზოლ­ში მი­მა­ვალ მან­ქა­ნას და­ე­ჯა­ხა, შემ­დეგ მათ კი­დევ ერთი მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა.

ავ­ტო­ა­ვა­რი­ის ად­გილ­ზე გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა კაცი ზუგ­დი­დე­ლი რა­მაზ კონ­ჯა­რი­აა. მე­ო­რე დღეს გავ­რცელ­და კი­დევ ერთი ახალ­გაზ­რდის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი. ის თერ­ჯო­ლას მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ძევ­რის მკვიდ­რი, 24 წლის თორ­ნი­კე (თოკო) გვა­დი­ბა­ძეა.

ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, თოკო კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნი­სას გონ­ზე იყო.

"რო­გორც გვი­თხრეს, კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნი­სას კონ­ტაქ­ტუ­რი იყო, მერე დამ­ძიმ­და... ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, ჩვე­ნი თოკო აღარ არის, უკარ­გე­სი ადა­მი­ა­ნი იყო, ნა­თე­სა­ვე­ბი ვართ და ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გე, მას შემ­დეგ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ. სა­უ­ბა­რიც მი­ჭირს, მხო­ლოდ გე­ტყვით, რომ უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი იყო სი­კე­თით და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე, უან­გა­როდ სი­კე­თის გამ­ცე­მი ყვე­ლას მი­მართ. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო - მე­უღ­ლე და შვი­ლი დარ­ჩა“,- გვი­თხრა მის­მა ახ­ლო­ბელ­მა.

გარ­დაც­ვლი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ღუ­პულ ზუგ­დი­დელ რა­მაზ კონ­ჯა­რი­ა­ზე ახ­ლობ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბევ­რს წე­რენ.

"რა­მა­ზი სა­ო­ცა­რი სუ­ლის ადა­მი­ა­ნი იყო. ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლი, მას­თან არ მო­ი­წყენ­და ადა­მი­ა­ნი, იყო უზო­მოდ თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე. არ ვიცი რო­გორ უნდა გა­ვუძ­ლოთ ამ ტკი­ვილს. ეს არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო“, - გვი­თხრა მის­მა ახ­ლო­ბელ­მა.

ირაკ­ლი კუ­კა­ვა, ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სო­ფელ ხა­მის­კურ­ში:

- ავა­რია უკვე მომ­ხდა­რი იყო შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე რომ მი­ვე­დი, სამი მან­ქა­ნა იყო ერ­თმა­ნეთს შე­ჯა­ხე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, მომ­ხდარს მსხვერ­პლი მოჰ­ყვა, ერთი ახალ­გაზ­რდა ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა... და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ კლი­ნი­კებ­ში გა­და­იყ­ვა­ნა. მე­ო­რე ახალ­გაზ­რდის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი მე­დი­ით შე­ვი­ტყვე. ისეთ ად­გი­ლას მოხ­და ავა­რია, სა­დაც ხილ­ვა­დო­ბა კარ­გია და რა­ტომ დატ­რი­ალ­და ეს ტრა­გე­დია, მარ­თლა არ ვიცი. სამი სას­წრა­ფოს ბრი­გა­და მო­ვი­და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, ზუგ­დი­დი­და­ნაც იყო სას­წრა­ფო მო­სუ­ლი და რო­გორც ვიცი, ზუგ­დიდ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის ნა­წი­ლი. და­ნარ­ჩე­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს. ჩემ­თვის უც­ნო­ბე­ბი იყ­ვნენ ყვე­ლა­ნი. ეტყო­ბა ნაწ­ვი­მა­რი რომ იყო ამი­ტომ დატ­რი­ალ­და ეს ტრა­გე­დია. არ ვიცი, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი ვინ არი­ან. ავა­რი­ა­ში ჩვე­ნი სოფ­ლი­დან არა­ვინ მო­ყო­ლი­ლა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მა­ლე­ვე მო­ვიდ­ნენ სა­მაშ­ვე­ლო, სა­პატ­რუ­ლო და სას­წრა­ფოს ბრი­გა­დე­ბი, რო­გორც ხო­ბი­დან, ასე­ვე ზუგ­დი­დი­და­ნაც იყ­ვნენ, ყვე­ლა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო, სამ­წუ­ხა­როა, რომ მსხვერ­პლი მოჰ­ყვა მომ­ხდარს. თა­ნა­ვუგ­რძნობ გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს.

myquiz