"ჩვენი ბარიერი 5% ვერ იქნება, ჩვენი ბარიერია 40-45%" - გიორგი ვაშაძე | Allnews.Ge

"ჩვენი ბარიერი 5% ვერ იქნება, ჩვენი ბარიერია 40-45%" - გიორგი ვაშაძე

"ჩვე­ნი ბა­რი­ე­რი 5% ვერ იქ­ნე­ბა, ჩვე­ნი ბა­რი­ე­რია 40-45%", - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "სტრა­ტე­გია-აღ­მა­შე­ნებ­ლის” ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე და ბა­რი­ე­რის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

გი­ორ­გი ვა­შა­ძის თქმით, თუ სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რის ცვლი­ლე­ბა და­ი­ნი­ცირ­დე­ბა, მა­შინ მას მხარს და­უ­ჭე­რენ, თუმ­ცა "გა­მარ­ჯვე­ბის“ პლატ­ფორ­მამ ბა­რი­ე­რის და­წე­ვის გა­რე­შეც იცის, რო­გორ უნდა და­ა­მარ­ცხოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“.

"გა­მო­ვა ეს სა­კი­თხი? ჩვენ მას მხარს და­ვუ­ჭერთ. ჩვენ გვაქვს ჩვე­ნი ბა­რი­ე­რი. გა­მარ­ჯვე­ბის კო­ა­ლი­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ამო­ცა­ნაა გა­ვი­დეთ პირ­ველ ად­გილ­ზე არ­ჩევ­ნებ­ში. ჩვე­ნი ბა­რი­ე­რი 5% ვერ იქ­ნე­ბა , ჩვე­ნი ბა­რი­ე­რია 40-45%, რო­მე­ლიც უნდა გა­დავ­ლა­ხოთ და ამის გა­და­ლახ­ვას ვა­პი­რებთ. აუ­ცი­ლებ­ლად ხალ­ხთან ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვებთ ამ არ­ჩევ­ნებ­ში. და­ნარ­ჩენ ბუ­ღალ­ტე­რი­ა­ში ვერ შე­ვალ. შე­მო­ვა კა­ნო­ნი, მივ­ცემ ხმას, არ შე­მო­ვა? მა­ინც ვი­ცით რო­გორ უნდა გა­ვუშ­ვათ რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

myquiz