ცნობილია იმ პირის ვინაობა, ვინც კოსტა სანიკიძის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს | Allnews.Ge

ცნობილია იმ პირის ვინაობა, ვინც კოსტა სანიკიძის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

მომ­ღე­რა­ლი კოს­ტა სა­ნი­კი­ძე, რო­მე­ლიც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სა­ტე­ლე­ვი­ზიო რე­ა­ლი­თი შოუ, "პრა­იმ ჰა­უ­სი­დან" გა­იც­ნო, დაჭ­რეს. შემ­თხვე­ვა გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, მომ­ღე­რა­ლი დე­დის თვალ­წინ, სა­კუ­თარ სახ­ლში დაჭ­რეს. მას ხუთი ჭრი­ლო­ბა მუც­ლის არე­ში ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნეს.

მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი სა­ნი­კი­ძე კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და ამ დრო­ის­თვის მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა. რო­გორც მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, კოს­ტა უკვე გონს მო­ვი­და, თუმ­ცა ის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რჩე­ბა.

მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ პო­ლი­ცი­ამ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით ერთი პირი და­ა­კა­ვა. "რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი 24 წლის გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნია.

ის მომ­ღე­რალს დი­ლის 7 სა­ათ­ზე და­ეს­ხა თავს, თავ­და­პირ­ვე­ლად სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, შემ­დეგ კი ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ზე გა­და­ვი­და. სა­ნი­კი­ძის დაც­ვა დე­დამ სცა­და, თუმ­ცა გვე­ლე­სი­ან­მა მის­თვის 5 ჭრი­ლო­ბის მი­ყე­ნე­ბა მა­ინც მო­ა­ხერ­ხდა. ამის შემ­დეგ თავ­დამ­სხმელ­მა გაქ­ცე­ვა სცა­და, თუმ­ცა ად­გილ­ზე მი­ვი­და სა­ნი­კი­ძის მე­ზობ­ლად მცხოვ­რე­ბი პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­მაც 24 წლის ახალ­გაზ­რდა ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა და გაქ­ცე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა.

myquiz