დღეიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება - მოსალონელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, მეწყრული პროცესები: გარემოს ეროვნული სააგენტო და 112 მოსახლეობას აფრთხილებენ | Allnews.Ge

დღეიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება - მოსალონელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, მეწყრული პროცესები: გარემოს ეროვნული სააგენტო და 112 მოსახლეობას აფრთხილებენ

20 ნო­ემ­ბრი­დან 22 ნო­ემ­ბრამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია წვი­მა, მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში თოვ­ლი, ზო­გან ძლი­ე­რი, ქარ­ბუ­ქი, შე­საძ­ლე­ბე­ლია თოვ­ლის ზვა­ვე­ბი - ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იქ­ნე­ბა და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი, ზღვა­ზე 4-5 ბა­ლი­ა­ნი შტორ­მი.

"მო­სა­ლოდ­ნელ­მა ნა­ლე­ქებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია წყლის დო­ნე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, ხოლო გო­რაკ-ბორ­ცვი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. მთი­ან და მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი დიდ­თოვ­ლო­ბის, ზვავ­სა­შიშ­რი­ე­ბის, ქარ­ბუ­ქი­სა და ხილ­ვა­დო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის ცალ­კე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ი­ზღუ­დოს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა", - ნათ­ქვა­მია სა­ა­გენ­ტოს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ასე­ვე გა­მაფრ­თხი­ლე­ბელ შე­ტყო­ბი­ნებს აგ­ზავ­ნის 112, სა­დაც ნათ­ქვა­მია: "გაც­ნო­ბებთ, რომ 20-22 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში ამინ­დის მკვეთ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბა და ძლი­ე­რი ნა­ლე­ქია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. მო­სახ­ლე­ო­ბას მო­ვუ­წო­დებთ სიფრ­თხი­ლის­კენ.

myquiz