"იქ სხვა დაზარალებულებიც იყვნენ და ქირურგმა მთხოვა, მოდი, შენც იყავი ამათი ფსიქოლოგიო" - რას ჰყვება მაკო გომური
მაკო გომური ექიმ გიორგი ღოღობერიძის რუბრიკაში "როგორ გადავრჩი“ 20 ივნისის ღამეს იხსენებს და მის ახლანდელ მდგომარეობაზე საუბრობს. მაკო ამბობს, რომ მკურნალობის კურსი დაასრულა და ახლა მხოლოდ გადამოწმებაზე უწევს საავადმყოფოში მისვლა.
მაკო გომური
"პირველად როდესაც საავადმყოფოში გადამიყვანეს, შემოვიდნენ მთავარი ექიმები, ერთი თვალის ქირურგი, მეორე ყბა-სახის. იმდენად იცოდნენ როგორ უნდა ესაუბრათ ჩემთან, აეხსნათ სიტუაცია, როგორ უნდა ეთქვათ ჩემთვის რა მოხდა და რა პრობლემის წინაშე ვიდექი, პირველი მუხტი საავამდყოფოდან გამომყვა.
იქ სხვა დაზარალებულებიც იყვნენ და ქირურგმა მთხოვა, მოდი, შენც იყავი ამათი ფსიქოლოგიო. იცოდნენ როგორ ემუშავათ, რომ ნაკლები სტრესით გავსულიყავი იქიდან. ყოველთვის ვამბობ, რომ ამ ექიმების ძალიან მადლიერი ვარ.
დამეხმარა ოჯახიც, სახლში მიმქონდა მთელი ბრაზი და ნეგატივი და ამ ყველაფერს იტანდნენ. ძალიან ბევრ რამეს გავუძელი და მყარად დავხვდი. იხილეთ სრულად