ვახტანგ მეგრელიშვილი - პარლამენტში ექსკურსიაზე მოჰყავთ ბავშვები და ანახებენ საგიჟეთს - როგორ შეიძლება იქ ბავშვების ტარება, ჩვეულებრივი ზოოპარკია | Allnews.Ge

ვახტანგ მეგრელიშვილი - პარლამენტში ექსკურსიაზე მოჰყავთ ბავშვები და ანახებენ საგიჟეთს - როგორ შეიძლება იქ ბავშვების ტარება, ჩვეულებრივი ზოოპარკია

პარლამენტში ბავშვები რომ მოჰყავთ, ზოოპარკში გონიათ თავი - სულ მიკვირს რას აყურებინებენ? როგორ შეიძლება იქ ბავშვების ტარება. ჩვეულებრივი ზოოპარკია. ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში ბოლო დროს მომხდარ დაპირისპირებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, გახშირებული დაპირისპირების შინაარსი არის ის, რომ „პარლამენტი აღარ გვაქვს“.

„პარლამენტის ფუნქციის შემსრულებელი ადამიანები, პოლიტიკოსები იქ არ არიან. კონსტრუქციული თანამშრომლობა კი არა, კონსტრუქციული ოპონირება იყოს. მიუხედავად იმისა რომ ყველა, რაღაც როლს ასრულებს, ადამიანური ზღვარი არსებობს, არ შეიძლება რომ ქალს შეაგინო... არსებობს რაღაცები, რაც არ შეიძლება გააკეთო. ასეთი ზღვaრის გადალახვის შემთხვევა იყო დღეს. ჩემი აზრით, ეს არის სიმპტომი იმისი, რაც ხდება პარლამენტში.

ხომ შეიძლებოდა იუსტიციის მინისტრთან დაკავშირებული მწვავე დებატები გაგვემართა? ან გაგვეკრიტიკებინა და ეპითეტებით შეგვემკო, რომელიც არ იქნებოდა ქუჩური“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისივე შეფასებით, იქამდე დავიდა საქმე, დეპუტატებს უფრო მნიშვნელოვანი თემა არ აქვთ საჩხუბრად.

„იქამდე დავიდა საქმე, რომ ერთმანეთის შეურაცხყოფის ზომებს ვზომავთ, რომ ბალანსი არ დაირღვეს. რის დასაფარად ხდება ეს ყველაფერი? იმის დასაფარად, რომ კანონებს აღარ ვიღებთ განხილვით. დღეში ასობით კანონს ვიღებთ და ეს კანონები, სულ აკრძალვებია. ოპოზიციამ ინფორმაცია მაინც მიიტანოს საზოგადოებამდე იმასთან დაკავშირებით თუ რას შვრება ხელისუფლება. არა თუ ამას აკეთებს, არამედ ბლოკავს ამ თემებზე საუბრის შესაძლებლობას.

პარლამენტში ბავშვები რომ მოჰყავთ, ზოოპარკში გონიათ თავი. ექსკურსიაზე მოჰყავთ ბავშვები და ანახებენ საგიჟეთს, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს. შემოჰყავთ ბავშვები და აყურებინებენ. სულ მიკვირს რას აყურებინებენ? როგორ შეიძლება იქ ბავშვების ტარება. ჩვეულებრივი ზოოპარკია. ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. თან ეს ყველაფერი რომ ხელოვნურია, როგორც კი ეს კონფლიქტი ჩაწყნარდება, არავის ახსოვს“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

myquiz