ჩხუბი პარლამენტში: ლევან მგალობლიშვილმა თინა ბოკუჩავას "ნაბიჭვარი" უწოდა, რის გამოც ანა წითლიძემ "ქართული ოცნების" წევრს ქაღალდები ესროლა | Allnews.Ge

ჩხუბი პარლამენტში: ლევან მგალობლიშვილმა თინა ბოკუჩავას "ნაბიჭვარი" უწოდა, რის გამოც ანა წითლიძემ "ქართული ოცნების" წევრს ქაღალდები ესროლა

პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე ვი­თა­რე­ბა და­ი­ძა­ბა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ კო­ლე­გას, თინა ბო­კუ­ჩა­ვას „ნა­ბიჭ­ვა­რი“ უწო­და.

მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის შე­უ­რა­ცხმყო­ფელ რეპ­ლი­კას, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტა­ტის ანა წით­ლი­ძის მხრი­დან რე­აქ­ცია მოჰ­ყვა.

მან მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის დე­პუ­ტატს ქა­ღალ­დე­ბი ეს­რო­ლა.

ვი­თა­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რო­დე­საც რატი ბრე­გა­ძემ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ა­ფა­სა, რა დრო­საც ბო­კუ­ჩა­ვამ მი­ნისტრს სი­ტყვა გა­ა­წყვე­ტი­ნა და მი­მარ­თა, რომ ის ტყუ­ილს ამ­ბობ­და.

მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ბო­კუ­ჩა­ვამ მო­ი­თხო­ვა, დად­გეს მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი.

"ბოლო დროს გან­სა­კუთ­რე­ბით გახ­შირ­და თავ­დას­ხმე­ბი „რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბის“ კაცი დე­პუ­ტა­ტე­ბის მხრი­დან ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ქალი დე­პუ­ტა­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ქალი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე უკომ­პრო­მი­სოდ იბ­რძვი­ან ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის, მუდ­მი­ვად ხდე­ბი­ან ამო­რა­ლუ­რი, უხამ­სი თავ­დას­ხმე­ბის სა­მიზ­ნე „რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბის მხრი­დან. დღეს ამ­გვარ თავ­დამ­სხმე­ლად მოგ­ვევ­ლი­ნა ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი, რომ­ლის მხრი­და­ნაც არას­დროს გაგ­ვი­გია არც ერთი პო­ზი­ცია სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ბა­ტე­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხებ­ზე, მაგ­რამ დღეს გა­ვი­გეთ, რომ ძა­ლი­ან კარ­გად სცოდ­ნია ამ ადა­მი­ანს უხამ­სი, ამო­რა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ლუ­რი თავ­დას­ხმის, გი­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში. მო­ვი­თხოვთ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­უ­ტარ­დეს ამ დე­პუ­ტატს შე­სა­ბა­მი­სი შე­მოწ­მე­ბა, რომ და­დას­ტურ­დეს, რომ არ­ღვევს პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენტს, კა­ნონ­მდებ­ლო­ბას და ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში, სა­დაც იყე­ნებს უხამს გა­მო­ნათ­ქვა­მებს კო­ლე­გა დე­პუ­ტა­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, დად­გეს ამ ადა­მი­ა­ნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი. ამ მო­თხოვ­ნით მივ­მარ­თავთ პი­რა­დად გია ვოლ­სკის, რო­მე­ლიც დღეს არის თავ­მჯდო­მა­რის როლ­ში პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე,“ - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

myquiz