"ახლა როცა დადგა დრო, რომ დაიწყონ მოქმედება, ხელს არავინ კიდებს დათის" - რას წერს დათის ოჯახი აშშ-დან? | Allnews.Ge

"ახლა როცა დადგა დრო, რომ დაიწყონ მოქმედება, ხელს არავინ კიდებს დათის" - რას წერს დათის ოჯახი აშშ-დან?

8 წლის დათი ქოქ­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც მძი­მე ავა­რი­ის შემ­დეგ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობს, უკვე ექ­ვსი თვეა ამე­რი­კა­შია და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს გა­დის.

მო­ზარ­დის ოჯა­ხი აშშ-დან და­თის გულ­შე­მატ­კი­ვარს ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას უზი­ა­რებს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, და­თის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტაპ­ზე მძი­მეა და ამ ყვე­ლა­ფერს არ­თუ­ლებს ის ფაქ­ტი, რომ ამე­რი­კე­ლი ექი­მე­ბი ნე­ბის­მი­ერ ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვა­ზე უარს ამ­ბო­ბენ:

"დიდი ხა­ნია თქვენ­თან სი­ახ­ლე­ე­ბით არ გა­მოვ­ჩე­ნილ­ვართ…რო­გორც იცით ამე­რი­კა­ში ვართ უკვე მე­ექ­ვსე თვეა,აქ­ტი­უ­რად დავ­დი­ვართ ვარ­ჯი­შებ­ზე,ექი­მებ­თან, სკო­ლა­ში…შევ­ხვდით სხვა­დას­ხვა პრო­ფი­ლის უამ­რავ ექიმს.. პლას­ტი­კურ და მიკ­რო ქი­რურ­გებს…თვი­თონ­ვე გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ეს ძა­ლი­ან უნი­კა­ლუ­რი შემ­თხვე­ვაა და მხო­ლოდ ტოპ ექი­მე­ბის­თვის უნდა მიგ­ვენ­დო ჩვე­ნი შვი­ლი… თა­ვი­დან გეგ­მა იყო ასე­თი,რომ ყვე­ლა კვლე­ვის და ყვე­ლა პრო­ფი­ლის ექიმ­თან ვი­ზი­ტის შემ­დეგ და­თის ჩა­უ­ტარ­დე­ბო­და რე­კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია 4 ეტა­პად, შემ­დეგ ჩა­უბ­რუ­ნებ­დნენ ნაწ­ლავს და ბო­ლოს და­უ­ხუ­რავ­დნენ ტრა­ქე­ას. ჩა­ვი­ტა­რეთ ყვე­ლა­ნა­ი­რი კვლე­ვა და ვი­ყა­ვით ყვე­ლა ექიმ­თან სა­დაც კი შე­იძ­ლე­ბო­და…

ახლა როცა უკვე დად­გა დრო, რომ და­ი­წყონ მოქ­მე­დე­ბა ყვე­ლა თავს არი­დებს, არა­ვინ კი­დებს ხელს… ისი­ნიც კი ვინც უამ­რავ რა­მეს გვპირ­დე­ბო­და თა­ვი­დან, ახლა ამ­ბო­ბენ რომ შე­იძ­ლე­ბა უფრო და­უმ­ძიმ­დეთ მდგო­მა­რე­ო­ბა და ამი­ტომ თავს არი­დე­ბენ ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას…უდი­დე­სი რის­კია იმის, რომ შარ­დის ბუშ­ტიც დავ­კარ­გოთ და იქაც სტო­მის გა­მო­ტა­ნა და­ჭირ­დეს მერე… იმას ყვე­ლა აღი­ა­რებს, რომ ასე და­ტო­ვე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა ხელს არა­ვინ კი­დებს…

ერთ-ერ­თმა ბო­დი­შიც კი მოგ­ვი­ხა­და, სამ­წუ­ხა­როდ გა­მო­დის რომ თქვე­ნი დრო გავფლან­გე­თო… გაფ­ლან­გუ­ლი 6 თვის შემ­დეგ ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა ასე­თია… გვაქვს სა­შინ­ლად დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ხერ­ხე­მა­ლი, კი­დევ უფრო მო­მა­ტე­ბუ­ლი წონა, დამ­ძი­მე­ბუ­ლი ფსი­ქი­კა, ბევ­რად უფრო მო­დუ­ნე­ბუ­ლია და ფაქ­ტობ­რი­ვად ვე­ღარ მოძ­რა­ობს, ჭრი­ლო­ბა გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია და ტკი­ვი­ლე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლი… ამ ვი­დე­ო­ში უკე­თე­ბენ ხერ­ხემ­ლის დამ­ჭერ კორ­სეტს და ფეხ­ზე ვერ დად­გა რომ ზო­მე­ბი აე­ღოთ.

ღმერ­თს ვთხოვ რომ რამე გზა გა­მოგ­ვი­ჩი­ნოს და მოგ­ვცეს ძალა მე და ირაკ­ლის რომ ბავ­შვი ბო­ლომ­დე ფეხ­ზე დაგ­ვა­ყე­ნე­ბი­ნოს. სამ­წუ­ხა­როდ აღარ ვიცი სხვა რა შე­იძ­ლე­ბა გა­უ­კე­თოთ და სად შე­იძ­ლე­ბა წა­ვიყ­ვა­ნოთ… ბო­ლოს ერთ-ერ­თმა ე.წ ტოპ ექიმ­მა ისიც კი გვი­თხრა რო­დემ­დე უნდა ია­როთ ასე, და­უბ­რუნ­დით თქვენ ძველ ცხოვ­რე­ბა­სო… რა­ნა­ი­რად??? ასე ხო არ დავ­ტო­ვებთ ბავ­შვს… დაშ­ლილს" - წერს და­თის ოჯა­ხი "ინ­სტაგ­რამ­ზე" და მო­ზარ­დის ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს:

myquiz