დემნა ამჯერად მომხმარებელს პირსახოცის კაბას სთავაზობს: რა ღირს "ბალენსიაგას" ახალი ნამუშევარი?
Balenciaga-მ საზოგადოებას ახალი კაბა წარუდგინა. ბრენდის ქართველი კრეატიული დირექტორის, დემნას ახალი ნამუშევარი პირსახოცის კაბაა და მას ზუსტად ისეთი ვიზუალური ეფექტი აქვს, როგორც სხეულზე შემოხვეულ პირსახოცს. ამ კაბის ღირებულება 925 დოლარია.
დემნასგან უჩვეულო სამოსი არავის აკვირვებს, მაგრამ მაინც, ყოველ ჯერზე ახერხებს ის მომხმარებლის გაოცებას.