ლუდომანია - როგორ დავძლიოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება? | Allnews.Ge

ლუდომანია - როგორ დავძლიოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება?

ლუდომანია (ლათ: „ლუდო“ – „ვთამაშობ“, „მანია“ – მიზიდულობა, გატაცება) – არის ადამიანის უკონტროლო, პათოლოგიური დამოკიდებულება სხვადასხვა აზარტული თამაშის მიმართ (სათამაშო ავტომატები, რეალური ან ონლაინ-კაზინო და ა.შ.).ლუდომანიის ალტერნატიული განსაზღვრებაა – გემბლინგი – დამოკიდებულება, სათამაშო დამოკიდებულება. სპეციალისტების აზრი ამ დრომდე იყოფა, ჩაითვალოს თუ არა ლუდომანია დამოკიდებულების

ლუდომანიის მიზეზები

მთლიანობაში ითვლება, რომ ამგვარი ტიპის ყველა დამოკიდებულებას (ონიომანია ანუ შოპოჰოლიზმი, ლუდომანია, კლეპტომანია და სხვა) ძირითადად აქვს ფსიქოლოგიური მიზეზები. თუმცა, ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, არსებობს ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ლუდომანიის განვითარებას და ისინი შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი ან ფიზიოლოგიური (ჰორმონული დარღვევები, დოფამინის არასაკმარისი გამომუშავება).

აზარტული თამაშების მიმართ დამოკიდებულების განვითარების ძირითად ფსიქოლოგიურ მიზეზებს მიაკუთვნებენ:

აგზნებული მდგომარეობის დამოუკიდებლად რეგულირების უუნარობას – ხშირად მოთამაშეს არ შეუძლია არა მხოლოდ თავისი მდგომარეობისა და სათამაშო ტრანსში ჩაძირვის გაკონტროლება, არამედ ასეთი პრობლემის არსებობის გაცნობიერებაც კი.

ურთიერთობის პრობლემებს – ოჯახში, მეგობრებთან, მშობლებთან, მარტოობის შეგრძნება.

თვითშეფასების პრობლემებს – ასეთ ადამიანთა თვითღირებულება იმატებს მოგების მომენტში და საერთოდ, მათი თვითშეფასება დამოკიდებულია მატერიალურ კეთილდღეობაზე.

დამოკიდებულების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები ხშირად ხდება:

ის, რომ აზარტულ თამაშებს თამაშობენ ნათესავები ან მეგობრები;ადამიანის მიერ ფულის გადაჭარბებულად შეფასება. დარწმუნებულობა იმაში, რომ მისი საშუალებით ყველა პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი;ადვილად მოსაპოვებელი შემოსავლისკენ სწრაფვა;ფინანსური გაუნათლებლობა, ფულის განაწილებისა და მართვის უუნარობა. იხილეთ სრულად

myquiz