იცით, რატომ არ შეიძლება სახლში ბარაქის ხის გამრავლება? | Allnews.Ge

იცით, რატომ არ შეიძლება სახლში ბარაქის ხის გამრავლება?

ამბობენ, რომ ფულის ხეს, იგივე კრასულას, ოჯახში კეთილდღეობა და ფინანსური წარმატება მოაქვს. ამიტომ საკმაოდ ბევრს აქვს ეს მცენარე სახლში. ე.წ ბარაქის ხე ინტერიერში ესთეტიურადაც გამოიყურება და მოვლის თვალსაზრისით, სრულიად უპრეტენზიოა, წმენდს ჰაერს.

ფულის, იგივე ბარაქის ხე უარყოფით ენერგიას შთანთქავს და ხელს უწყობს ფინანსურ წარმატებას. სხვათა შორის, მას ფულის ხე იმიტომ შეარქვეს, რომ ფოთლები გარეგნულად ვერცხლის მონეტას უგავს. თუმცა, მას მხოლოდ დადებითი მხარეები არ აქვს.

როგორ ვიზრუნოთ ფულის ხეზე?

თუ გადაწყვეტთ ფულის ხის სახლში დატოვებას, მას სათანადოდ უნდა მოუაროთ:

*ოთახში ოპტიმალური ტემპერატურა 19-დან 24 გრადუსი უნდა იყოს.

*ოთახი რეგულარულად უნდა ნიავდებოდეს.

*ნუ დაივიწყებთ ტენიანობას.

*არ მოათავსოთ მცენარე გათბობის ბატარეის გვერდით. საუკეთესო ვარიანტი აბაზანაა.

*მცენარეს ზომიერი მორწყვა სჭირდება და ზედმეტი წყალი მისი ფესვების ლპობას იწვევს.

მისი გახმობა ემოციურ ადამიანებს შფოთვას უძლიერებს

თუ ხე კარგად იზრდება, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ თუ მოულოდნელად, რაიმე მიზეზით გახმება, ემოციურმა პატრონმა შეიძლება ეს ცუდ ნიშნად მიიღოს და დეპრესიაშიც კი ჩავარდეს, რადგან მცენარის სიკვდილი მისთვის ფინანსურ ნგრევას ნიშნავს. ამიტომ, ფსიქოლოგები ემოციურ ადამიანებს არ ურჩევენ ამ მცენარის ყოლას. იხილეთ სრულად

myquiz