"ვზივარ და თან ვიცინი , თან ვტირი... წამალი ჩამოვიდა, ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ" - ერთ-ერთი მშობლის ინფორმაციით, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი საქართველოშია
ერთ-ერთი მშობლის ინფორმაციით, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი საქართველოშია.
ამის შესახებ ინფორმაციას აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ერთ-ერთი ბავშვის, მშობელი სოციალურ ქსელში წერს.
"ვზივარ და ვბღავი გიჟივით, თან ვიცინი თან ვტირი, თან ვეღარ ვითმენ ზეგამდე რომ არ გითხრათ. რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინინაშია. ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ.წამალი დაიდო!" - წერს მაკუნა გოჩაშვილი "ფეისბუქში".
შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრომ სექტემბერში განაცხადა, რომ სახელმწიფო, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ "ვოსორიტიდის“ ეტაპობრივად დანერგვას იწყებს. უწყების თანახმად, 2023 წელს, მკურნალობის პროგრამაში, საწყის ეტაპზე, 6 პაციენტი ჩაერთვება.
მანამდე მშობლები საპროტესტო აქციებს მართავდნენ და მედიკამენტის საქართველოში დანერგვას და დაფინანსებას ითხოვდნენ.