"არ ვწერდით იქამდე, სანამ ოჯახი არ გაიგებდა" - ვინ არის კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რომელიც უკრაინაში დაიღუპა?
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ირაკლი ქურციკიძე დაიღუპა, - აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინაში ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ბრძოლის ველზე ორი დღის წინ დაეცა.
"უძლიერესი და უნიჭიერესი ქართველი ოფიცერი დაეცა გმირულად ორი დღის უკან, უბრალოდ არ ვწერდით იქამდე, სანამ ოჯახი არ გაიგებდა. ირაკლი ქურციკიძე უდიდესი სახელი დატოვე უკრაინაში, ძმაო, საქართველოს სასახელოდ," - წერს ნადირაძე.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 50-მდე ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.