"ურთულესი დღეა ჩვენთვის... ოჯახს გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა" - გორში, ღვთისმშობლის ტაძარში თამაზ გინტურის პანაშვიდი მიმდინარეობს
სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 6 ნოემბერს, საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს სოფლის სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.
დღეს დილით, გინტური სოფელ კირბალიდან გორში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ამ წუთებში წირვა მიმდინარეობს.
ეკლესიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ნათესავები და თანასოფლელები. წირვის დასრულების შემდეგ გორისა და ატენის ეპარქიის სასულიერო პირები გარდაცვლილ თამაზ გინტურს წესს აუგებენ, შემდეგ კი, ეპარქიის მღვდელმთავარი ეპისკოპოსი ანდრია პანაშვიდს გადაიხდის, რის შემდეგაც, 13:00 საათისთვის გარდაცვლილ თამაზ გინტურს საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ კირბალის სასაფლაოზე გადაასვენებენ და დაკრძალავენ.a