"დე­და­ჩე­მი მკაც­რი ქალი იყო, მაგ­რამ ეს ალ­ბათ სა­ჭი­რო იყო" - ინტერვიუ თამარ ივერთან, მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე | Allnews.Ge

"დე­და­ჩე­მი მკაც­რი ქალი იყო, მაგ­რამ ეს ალ­ბათ სა­ჭი­რო იყო" - ინტერვიუ თამარ ივერთან, მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი სოპ­რა­ნო თა­მარ ივე­რი ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მას სტუმ­რობ­და. მუ­სი­კოს­მა ბავ­შვო­ბის წლებ­სა და დე­დას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ისა­უბ­რა. ივე­რის მიერ მო­ყო­ლილ ის­ტო­რი­ას, რომ დედა მკაც­რად ზრდი­და და ხში­რად ქამ­რი­თაც უცე­მია, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

ისი­ნი წერ­დნენ, რომ მომ­ღე­რა­ლი ბავ­შო­ბა­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­ლდათ და ამა­ზე ხუმ­რო­ბით სა­უ­ბა­რი არ შე­იძ­ლე­ბა. თუმ­ცა რო­გორც ambebi.ge-სთან სოპ­რა­ნო ამ­ბობს, ეს ფაქ­ტი მის ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლა­დო­ბის აქ­ტად არ დარ­ჩე­ნი­ლა და არც თვლის, რომ დედა რა­მეს არას­წო­რად აკე­თებ­და, რად­გან თა­ვად იყო ძა­ლი­ან რთუ­ლად აღ­საზ­რდე­ლი ბავ­შვი.

ამ ქალ­მა ვარ­სკვლა­ვად გამ­ზარ­და, ამ­ბობს დე­და­ზე სოპ­რა­ნო...

თა­მარ ივე­რი:

- მე ვთვლი, რომ დე­და­ჩე­მი მკაც­რი ქალი იყო, მაგ­რამ ეს ალ­ბათ სა­ჭი­რო იყო, რად­გან ძა­ლი­ან ცელ­ქი და მავ­ნე ბავ­შვი ვი­ყა­ვი. ერთი-ორი წკეპ­ლა ბავ­შო­ბა­ში ყვე­ლას მოხ­ვედ­რია. რაც შე­ე­ხე­ბა ქამ­რებს, უბ­რა­ლოდ კი­დებ­და და შე­იძ­ლე­ბა არც ეხ­მა­რა, მაგ­რამ მა­გით მა­ში­ნებ­და. ერთი ორ­ჯერ მომ­ხვდა, მაგ­რამ ვიმ­სა­ხუ­რებ­დი. ისეთ რა­ღა­ცებს ვა­კე­თებ­დი... აივ­ნი­დან ხალ­ხს დიდ კარ­ტო­ფი­ლებს ვეს­რო­დი, ცალ­კე კარ­ტო­ფი­ლი ქრე­ბო­და, ცალ­კე ლო­ბიო, ტო­მა­რა ნი­გო­ზიც გამ­ქრა­ლა. შემ­დეგ მთელ­მა უბან­მა გა­ი­გო, რომ მე ვყრი­დი აივ­ნი­დან და მე­ზობ­ლებს უკვე ახ­ლოს გავ­ლის ეში­ნო­დათ. ასე­თი ბავ­შვის­თვის მორ­ტყმა ცუდი არ იყო.

მე ამას ტრა­გე­დი­ად არ ვთვლი, ამ ქალ­მა ვარ­სკვლა­ვი გამ­ზარ­და. დღეს ისე­თი ცხოვ­რე­ბაა, სა­ხა­ზა­ვი რომ და­არ­ტყა ადა­მი­ანს, ად­ვო­კა­ტებ­ში გარ­ბი­ან, ჩემ­ზე იძა­ლა­დე­სო. მე ამას ტრა­გე­დი­ად არ აღ­ვიქ­ვამ­დი.

332108277-183181674417027-7047953277870042426-n-45351-1699638962.jpg

- გა­და­ცე­მა­შიც იუ­მო­რით ყვე­ბო­დით...

- დიახ, სხვა­ნა­ი­რად რომ ყო­ფი­ლი­ყო, მე ცოტა სხვა გა­და­ცე­მა­ში მი­ვი­დო­დი და სე­რი­ო­ზუ­ლად ვი­სა­უბ­რებ­დი, სი­ცი­ლით მოვ­ყე­ვი იქაც. სა­ერ­თოდ, რთუ­ლი თი­ნე­ი­ჯე­რუ­ლი წლე­ბი მქონ­და. ცოტა ისეთ წრე­შიც ჩავ­ვარ­დი, შე­იძ­ლე­ბა სულ სხვა გზით წავ­სუ­ლი­ყა­ვი და და უბ­ნის ძვე­ლი ბი­ჭის ცოლი გავმხდა­რი­ყა­ვი და სულ არ ამერ­ჩია სიმ­ღე­რა. სწო­რედ, დე­და­ჩე­მი რომ იყო მკაც­რი და პრინ­ცი­პე­ბის ქალი, იმი­ტომ გავ­ყე­ვი იმ საქ­მეს, რა­მაც ვარ­სკვლა­ვად მაქ­ცია. რა­ტომ ატყდა ამ­ხე­ლა აჟი­ო­ტა­ჟი არ ვიცი. ვის­თვის არ მო­ურ­ტყამს დე­დას ბავ­შო­ბა­ში, ან ყური არ აუ­წე­ვია. ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებს ეს კამ­პა­ნია.

- თქვენ რო­გო­რი დედა ხართ?

- მთლად დე­და­ჩე­მი­ვით მკაც­რი არ ვარ, კარ­გად იქ­ცე­ვი­ან ჩემი შვი­ლე­ბი. მე თა­ვად ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან ცელ­ქი და მავ­ნე­ბე­ლი ბავ­შვი. ჩემს თა­ო­ბა­ში დე­დის­გან ხე­ლიც მოხ­ვედ­რი­ათ და ყუ­რიც აუ­წე­ვი­ათ, ახლა რა­ტომ გა­და­აქ­ცი­ეს ამ­ხე­ლა ტრა­გე­დი­ად. ასე რომ ყო­ფი­ლი­ყო, სი­ცი­ლით ხომ არ ვი­სა­უბ­რებ­დი. იხილეთ სრულად

myquiz