„ჩემი შვილები „ტიკ-ტოკის“ მელოდიებსაც მღერიან და ხალხურ სიმღერასაც, თუმცა, ცოტა უფრო მეტს, ხალხურს“ - დავით ცინცაძის რჩევები მშობლებს | Allnews.Ge

„ჩემი შვილები „ტიკ-ტოკის“ მელოდიებსაც მღერიან და ხალხურ სიმღერასაც, თუმცა, ცოტა უფრო მეტს, ხალხურს“ - დავით ცინცაძის რჩევები მშობლებს

ქართული ხალხური მუსიკა ეს ის სფეროა, რითაც ჩვენს ერს ნამდვილად აქვს საამაყო. როგორც მუსიკოსები აღნიშნავენ, ბოლო წლების განმავლობაში, ამ ხელოვნებისადმი ინტერესი განსაკუთრებით გაზრდილია. მუსიკალურ განათლებასთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებზე, ანსამბლის „შავნაბადა“ და ბავშვთა გუნდის „შავნაბადა“ ხელმძღვანელი, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ლექტორი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტი, თბილისის ბავშვთა და ახალგაზრდული ფოლკლორული გუნდების ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით ცინცაძე პასუხობს:

- როგორ უნდა მივხვდეთ, ბავშვს სმენა აქვს თუ არა?

- ბავშვს მუსიკასთან პირველი შეხება მაშინ აქვს, როცა მას დედა „იავნანას“ უმღერის. ხშირად ისმის შეკითხვა, დედას თუ სმენა არ აქვს, რა ხდება ამ შემთხვევაში? მუსიკა კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმაა და მნიშვნელობა არ აქვს დედას სმენას, მთავარია ბიორეზონანსული ველი, განცდების გულწრფელობა და შვილს ის გადასცეს, რასაც მშობელი გრძნობს და განიცდის. ამას არც საქართველოში ეძახიან სიმღერას და არც მსოფლიოში. „იავნანა“ არის ცალკე ჟანრი, რომელიც ინტონაციიდან არის აღმოცენებული, ისევე როგორც ჩვენი დიალოგია ინტონაციაზე დაფუძნებული. ეს ინტონაცია ნებისმიერ ბავშვს შეუძლია, ვისაც იოგები ემორჩილება. ანუ სიმღერის პირველი ფრაგმენტები ინტონაციაში ჩანს. თუ ბავშვს სურვილი აქვს თამაშისას, ან სხვა დროს ინოტნირებდეს და ეს მას სიამოვნებს, ე. ი. გონებას ნაპოვნი აქვს ის მთავარი წერტილი, რასაც ბგერისადმი ყურადღების მიქცევა ჰქვია. ედიშერ გარაყანიძე ამბობდა, უსმენო ადამიანი არ არსებობსო. ასეა, უბრალოდ ზოგს მეტად აქვს ბგერისადმი ინტერესი და ზოგს ნაკლებად. რასაკვირველია ბაზას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მუსიკა და სიმღერა გამომუშავებადია. შეიძლება ყველა დიდი მომღერალი არ გამოვიდეს, მაგრამ სიმღერის შანსი ყველას ექნება და საამისოდ ინტენსიურად უნდა ხდებოდეს „დადებითი“ მუსიკის მოსმენა.

davit-cincadze-1699443645-1699600432.webp

- რა ასაკიდან არის რეკომენდირებული ბავშვი სიმღერაზე შეყვანა?

- ბავშვს აქვს საეტაპო პერიოდები, ანუ გარდატეხის რამდენიმე ეტაპი. რასაკვირველია ეს ინდივიდუალურია, მაგრამ დაახლოებით 6-7 წლიდან ბავშვი სოციუმს აღიქვამს და მასში თავის ინდივიდს მეტად მკაფიოდ ხედავს. ამ დროს სირცხვილის გრძნობა მძაფრდება. ამიტომ ჩვენ ვირჩევთ ასეთ გზას: ვისაც სიმღერაზე მოსვლა სურს, გვირჩევნია 4 წლიდან მივიღოთ. ალბათ ყველა ზრდასრულ ადამიანს მიკროფონში ერთი სიტყვა მაინც აქვს ნათქვამი, რომლის დროსაც ჩვენი ხმა გვეხამუშება. როცა ბავშვი თავის ხმას ადრეული ასაკიდან ეჩვევა, სირცხვილის განცდას მარტივად გადალახავს ხოლმე და შემდეგში დისკომფორტის განცდა აღარ ექნება. იხილეთ სრულად

myquiz