ოკუპანტების მოკლული თამაზ გინტურის ძმა აცხადებს, რომ მათთვის მკვლელების ვინაობა ცნობილია
ოკუპანტების მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი სავარაუდო მკვლელების ვინაობას ასახელებს. გინტურის ძმა "მთავარ არხთან“ საუბრისას ამბობს, რომ დანაშაული ორმა პირმა ჩაიდინა. ესენი არიან ვასილ დემიდოვი და კოლია ისჩენკო. ორივე ოკუპანტი ცხინვალში მსახურობს.
ოჯახი ითხოვს, რომ მკვლელები ქართულ მხარეს გადმოსცენ.
ვასილ დემიდოვი 1979 წელს კარელიის ერთ-ერთ სოფელშია დაბადებული, ის წლებია ეფ-ეს-ბეს ჯარში მსახურობს. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. 2008 წელს ის მივლინებით რამდენჯერმე იმყოფებოდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რაც იწვევ სეჭვს, რომ ოკუპანტი აგვისტოს ომის მონაწილეც არის.
კოლია ისჩენკო 1984 წელს კრასნოდარის რეგიონშია დაბადებული. ისიც ეფ-ეს-ბეს სასაზღვრო ჯარის სერჟანტია და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშია მივლინებული.